სამუშაო საათები
ორშაბათი - პარასკევი - 10:00 - 18:00
შაბათი - 10:00 - 14:30
კვირა - არასამუშაო
ექიმის ძიება

ექიმის მოსაძებნად, აირჩიეთ სასურველი სერვისი ან მიუთითეთ ექიმის სახელი და გვარი

ექიმების განრიგი

ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად, იხილეთ ოჯახის ექიმებისა და სპეციალისტების სამუშაო განგრიგი

ცხელი ხაზი

2 33 08 33

.

სიახლეები

აგვ 25,2017

საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა “მედიქალ ჰაუსი” მომხმარებელს სთავაზობს ახალ სერვისს სრულიად ახალ სივრცეში. კლინიკაში 10 დეკემბრიდან გასტროსკოპიისა და კოლონოსკოპიის ჩატარება ნარკოზით იქნება შესაძლებელი.

“დაარსების დღიდან, ”მედიქალ ჰაუსის” მიზანია პაციენტებისათვის გამოკვლევებისა და მკურნალობის პროცესი იყოს კომფორტული და უმტკივნეულო. სწორედ ამიტომ გამოვყავით ახალი ფართი და აღვჭურვეთ ის უახლესი ტექნოლოგიებით რათა გამოკვლევების ჩატარება ზოგადი გაუტკივარებით განხორციელდეს”, - განაცხადა კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა ლევან ფერაძემ.

კლინიკის ახალ სერვისებში შედის ისეთი პროცედურები, როგორებიცაა: გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ჰისტეროსკოპია, სადიაგნოსტიკო ბიოფსია, ასევე მცირე ქირურგიული ოპერაციები: ჩაზრდილი ფრჩხილის ამოკვეთა, აბსცესის გახსნა, კანის და რბილი ქსოვილების კეთილთვისებიანი წარმონაქმნების ამოკვეთა და სხვა მსგავსი პროცედურები. გამოკვლევების ჩატარება შესაძლებელი იქნება 10 დეკემბრიდან კლინიკის ახალ სივრცეში, ბერბუკის 10 ნომერში.

“მედიქალ ჰაუსი” საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკაა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურის დახმარებით. კლინიკა ყველა ასაკის პაციენტზეა ორიენტირებული და ამერიკული სტანდარტების შესაბამის, თანამედროვე და ხარჯთეფექტურ მომსახურებას გთავაზობთ. “მედიქალ ჰაუსი” მდებარეობს ბერბუკის 10 ნომერში, სპორტის სასახლესთან. დეტალების გასარკვევად, დაგვიკავშირდით.
ოქტ 31,2016

ანალიზების აღება უკვე სახლშიც შესაძლებელია!

კლინიკა “მედიქალ ჰაუსი” გთავაზობთ ანალიზების აღების ბინაზე გამოძახების სერვისს.
გამოძახება შესაძლებელია თბილისის ნებისმიერ უბანში ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით.
სამუშაო საათები:
ორშაბათი- პარასკევი: 09:00 - 16:00 შაბათი: 09:00 - 13:00
თქვენი კვლევის პასუხს იმავე დღეს მიიღებთ.

თებ 09,2017

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი და საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა ,,მედიქალ ჰაუსი”, აცხადებს რეზიდენტურის კანდიდატთა შერჩევას ოჯახის ექიმის სპეციალობაში 2017 – 2019 აკედემიური წლისათვის.

კლინიკა ,,მედიქალ ჰაუსი” უზრუნველყოფს სასწავლო მოდულების უწყვეტობასა და პრაქტიკის მაქსიმალურად ერთ კონკრეტულ ბაზაზე მაღალი ხარისხით ჩატარებას. სწავლება მიმდინარეობს ამერიკული და დასავლურ-ევროპული პროტოკოლების მიხედვით, ყოველკვირეული ონლაინ კონფერენციებით ამერიკელ ოჯახის ექიმებთან და სპეციალისტებთან. ჩვენი სურვილია, რომ ჩვენმა კურსდამთავრებულმა რეზიდენტებმა დააკმაყოფილონ ყველა საერთაშორისო სტანდარტი. უკვე არსებული პრაქტიკით, კურსსდამთავრებულები საქმდებიან ჩვენივე კლინიკაში.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 995 899- მარიკა სუპატაშვილი- დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი, საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა ,,მედიქალ ჰაუსი”

ან მოგვწერეთ მეილზე: marikass@ymail.com

მარ 30,2017

თუ თქვენ გადაცილდით 40 წელს, გაქვთ ჭარბი წონა, ეწევით სიგარეტს, მოიხმართ ალკოჰოლურ სასმელებს, გაწუხებთ ხშირი დაღლა, ქოშინი, პერიოდული ტკივილები გული-მკერდის არეში, რეკომენდირებულია კომპლექსური კარდიოლოგიური კვლევის ჩატარება.

სწორედ ამ მიზნით, კლინიკა მედიქალ ჰაუსი გთავაზობთ, კარდიოლოგიურ პაკეტს, რომელიც შეიცავს მთელს მსოფლიოში გულსისხლძარღვთა სისტემის კვლევის ოქროს სტანდარტს:

  • კარდიოლოგის კონსულტაცია
  • გულის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა
  • ელექტროკარდიოგრაფია
  • 24 საათიანი ელექტროკარდიოგრაფია (ჰოლტერი)
  • დატვირთვის ტესტი (სარბენი ბილიკი)

მოწოდებული პაკეტის სტანდარტული ღირებულება 240 ლარი, კეთდება 40% ფასდაკლება, საბოლოო ღირებულებით 140 ლარი.

გულის სკრინინგული კვლევა დაგიცავთ მძიმე ორგანული დაავადებებისგან (ინფარქტი, ინსულტი, თვისობრივად შეამცირებს უეცარი სიკვდილის რისკს)

ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დარეკეთ ცხელს ხაზზე 032 330833