​გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

Medical House მარ 07,2022

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი იმ დაავადებათა რიგს მიეკუთვნება, რომელთაც ე.წ. ცივილიზაციის დაავადებებს უწოდებენ, რადგან მისი გამოვლინების შემთხვევები გაცილებით ხშირია განვითარებულ ქვეყნებში და დიდ ქალაქებში და გამოვლენის სიხშირემ მნიშვნელოვნად მოიმატა ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში. ამასთან ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად დაავადების მრავალფეროვანი სიმპტომებისა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სერიოზულ დისკომფორტს უქმნიან პაციენტს, მნიშვნელოვნად აქვეითებს შრომის უნარს და სიცოხლის ხალისს, ამ დაავადების დროს რაიმე ორგანული პათოლოგიის გამოვლენა ვერ ხერხდება და შესაბამისად, მკურნალობის სპეციფიური მეთოდიც არ არსებობს და პაციენტის დახმარების მეთოდიკა დიეტასა და სიმპტომატურ მკურნალობის მეთოდს ემყარება.

დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, ნერვული სისტემის მდგომარეობას და კვების ხასიათს. ასევე – ზოგიერთი მედიკამენტისა და ჰორმონების გამოყენების ფაქტს. ბოლო ხანებში ლაპარაკობენ დაავადების გამოვლენის ან გამწვავების კავშირზე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობასთან.

დაავადება შეიძლება განვითარდეს ყველა ასაკში. მაგრამ უფრო ხშირად ვითარდება 40 წლის ასაკის შემდეგ. გამწვავების პერიოდებს ცვლის ნათელი პერიოდები, როცა დაავადების სიმტომები არაა გამოხატული ან გამოხატულია სუსტად.

დაავადების გამწვავების პერიოდში გამოხატულია მუცლის ტკივილი მსხვილი ნაწლავის საპროექციო არეში, ნაწლავის დაჭიმულობის შეგრძნება ტკივილის გადაცემა სწორი ნაწლავის მიმართულებით. მკვეთრად გამოხატული მეტეორიზმის და მუცლის შებერილობის გამო, ტკივილი ხშირად ატარებს დიფუზიურ ხასიათსაც. დეფეკაციისას ტკვილი შეიძლება შემცირდეს. შეიძლება გამოხატული იყოს ფაღარათი ან პირიქით – ყაბზობა. განავალი შეიცავს თერი ფერის ლორწოს. მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი და ფაღარათი შეიძლება განვითარდეს საკვების მიღებისთანავე.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, პროცესში ჩართულია საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველა სეგმენტი და ამიტომ შეიძლება გამოიხატოს ეზოფაგიტის (საყლაპავის ანთება), გასტრიტის (კუჭის ანთება), ენტერიტისა (წვრილი ნაწლავების ანთება) და ქოლიტის (მსხვილი ნაწლავების ანთება) კლინიკური სურათი.

დაავადების გამწვავების პერიოდი ხშირად ემთხვევა ალკოჰოლის, სიგარეტის, კოფეინის შემცველი პროდუქტების, ცხარე და მჟავე საკვების და ალერგიული საკვების მიღებას, ფსიქოლგიური და ფიზიკური სტესის განცდას. თუმცა შეიძლება არც ერთი ეს ფაქტორი არ არსებობდეს და დაავადების გამწვავების ტრიგერი უცნობი დარჩეს.

დაავადების გამწვავების პროცესში, გარდა ლოკალური სიმტომებისა, მკაფიოდაა გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები – პაციენტი დეპესიულია, შრომის უნარი და სიცოცხლის ხალისი მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული. დარღვეულია ძილი. ხშირადაა გამოხატული კანცეროფობის (სიმსივნის არსებობის შიში). აღნიშნული მდგომარობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან, რამდენიმე კვირამდე.

დიაგნოზი ემყარება დაავადების კლინიკურ სურათს. ზოჯგერ საჭირო ხდება იმ ორგანულ დაავადებათა გამორიცხვა, რომლებიც მსგავსი სიმპტომებით ხასიათდებიან.

მკურნალობის სპეციფიური მეთოდი არ არსებობს.

როგორც წესი, სწორი კვება, სტრესული მდგომარეობებისაგან თავის არიდება, საჭმლის მომნელებელი ფერმენტების, ანტისპაზმური და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მარეგულირებელი საშუალებების გამოყენება ამსუბუქებს მდგომარეობას.

დაავადებას ახასიათებს გარკვეული ინდივიდუალურობა და განსხვავებული ფსიქოტიის ადამიანებში განსხვავებულად მიმდინარეობს.

აღნიშნულის გამო აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია და მკურნალობის ინდივიუალური გეგმის შემუშავება.

ჩვენს კლინიაში არის ყველა საშუალება ამ დაავადების სწორი დიაგნოსტიკისა და სამკურნალო რეკომენდაციების მიღებისთვის.