გლანდები და ცხვირ-ხახის ლიმფური ჯირკვლები

Medical House ნოე 14,2022

ტონზილები (გლანდები, ნუშურები) ხახის ორივე მხარეს განლაგებული ლიმფური ქსოვილია, რომელთა ანთებას ტონზილიტი ეწოდება, რაც საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა. ადენოიდები კი - ცხვირის უკანა გასასვლელთან განლაგებული ლიმფური ჯირკვლებია, რომელთა ანთებას ადენოიდიტი ეწოდება.

ტონზილები, როგორც ლიმფური ქსოვილის ნაწილი, მონაწილეობას იღებს იმუნური დაცვის პროცესებში ინფექციის გავრცელების წაინააღმდეგ და წარმოადგენს - პირის ღრუდან და ზემო სასუნთქი სისტემიდან ბარიერს ქვემო სასუნთქ სისიტემაში და საჭმლის მომნელებელ სისიტემაში.

თუმცა, ზოგჯერ, ტონზილებიც და ადენოიდებიც, თვად ხდებიან ინფექციის წყარო და იმდენად იმატებენ ზომაში, რომ აფერხებენ სუნთქვის პროცესსაც. ბაქტერიული ტონზილიტის მიზეზი, უხშირესად სტრეპტოკოკული(სფერული ან ოვალური ფორმის ბაქტერი) ინფექციაა, რომლის გართულებას წარმოადგენს რევმატიზმი და გლომერულო ნეფრიტი.

მწვავე სტრეპტოკოკული ტონზილიტი იწყება:

  • მაღალი ცხელებით (38.5-39.5 გრადუსი);
  • ყელის ტკივილით;
  • ძლიერი ინტოქსიკაციით (თავისა და კუნთების ტკივილი, ზოგჯერ მუცლის ტკივილი და ფაღარათი);
  • კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლების გადიდებითა და ტკივილით;
  • ხახის სიწითლით და შეშუპებით.

ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ტონზილიტებისა და ადენოიდების არსებობას ახლავს არის გადაწყვეტილების მიღება, როდის უნდა ჩატარდეს ტონზილექტომია, იგივე გლანდების ამოკვეთა ან ადენექტომია (ტონზილების და ადენოიდების ოპერაციული გზით მოშორება).

ტონზილექტომიის მიზანს წარმოადგენს:

  • ინფექციის ქრონიკული კერის მოშორება;
  • სუნთქვის პროცესის გაუმჯობესება.

ამის გამო, ზოგჯერ, საჭირო ხდება ტონზილებისა და ადენოიდების ოპერაციული გზით მოშორება. ამიტომ, ტონზილექტომის (ტონზილების ამოკვეთა) უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

  1. მიმდინარე წელს ადამიანს ჰქონდა, ექიმის მიერ დადსტურებული, მწვავე ტონზილიტის 7 ეპიზოდი, წინა წელს 5 და მის წინა წელს 3 ეპიზოდი. ან
  2. ტონზილები იმ ზომისაა, რომ კეტავს სასულის შესასვლელს და ხელს უშლის სუნთქვას. ასეთ დროს, ხშირად ვითარდება ე.წ. ძილის აპნოე.

თუმცა, ამ დროს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტონზილექტომიიდან 2 წლის შემდეგ, ხახაში ისევ სახლდებიან სტრეპტოკოკები, ხოლო ტონზილექტომიის შემდეგ - ვითარდება ყელის სიმშრალე და სუსუტდება ბარიერული ფუქნცია, რომელიც ქვემო სასუნთქ გზებში ინფექციის გავრცელებას აფერხებს.

ამიტომ, ტონზილექტომიის საკითხი უნდა გადაწყდეს ძალიან ფრთხილად და ინდივიდუალური მიდგომის წესით.

ადენოიდების ჰიპერტოფიის (ადენოიდების გადიდების) დროს ბავშვი ხშირად ,,ცივდება”, ხშირია რინიტის გამოვლინება, უჭირს ცხვირით სუნთქვა და ხვრინავს ღამით. საბოლოოდ, რამდენიმე წელიწადში ყალიბდება ე.წ ,,ადენოიდური სახე” (ბავშვს პირი აქვს ღია, ნიკაპი დაწეულია ძირს, ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია, გამომეტყველება უაზროა). სუნთქვის ქრონიკული გართულების გამო, ფერხდება თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგება, რომელიც ბავშვის გონებრივ განვითარებას აფერხებს. ამის გამო, ადენოიდების ოპერაციული გზით მოშორების საკითხი, შედარებით ადვილად გადასაწყვეტია. ზოგ შემთხვევაში, შესაძლებლად მიიჩნევენ ცხვირში კორტიკოსტეროიდების (წამალი, რომელიც ძირითადად ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენება) სპრეის შესხურებით, ადენოიდების ზომის შემცირების მცდელობას.

რეკომენდაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.