როგორ შევამციროთ გულძმარვა?

Medical House ნოე 03,2021

გულძმარვა ძირითადად ვითარდება გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების დროს.

ამ დაავადებას ახასიათებს საყლაპავის ქვედა სპინქტერის მოდუნება, რაც

იწვევს კუჭის წვენისა და შიგთავსის საყლაპავში გადასვლას. ასევე, გულძმარვა

შიეძლება გამოიწვიოს ორსულობამ, თამბაქოს მოხმარებამ, სიმსუქნემ,

ალკოჰოლისა და კოფეინის მიღებამ. გულძმარვის შემცირების მიზნით

რეკომენდებულია:
✔️ თამბაქოს მოხმარების აკრძალვა
✔️ წონაში დაკლება
✔️ შოკოლადის, კოფეინის შემცველი საკვებისა და სასმელის, ალკოჰოლისა და ნიორის მიღების მკვეთრად შემცირება
✔️ დაწოლამდე 2-3 საათით ადრე საკვების მიღებისგან თავის შეკავება
✔️ ღამით სასთუმლის ამაღლება 15-20 სმ-ით მკვეთრად ამცირებს ჩივილებს
✔️ მჟავიანობის დამაქვეითებელი მედიკამენტების მიღება, ექიმის რეკომენდაციით
✔️ მშვიდი გარემო და რელაქსაცია მკვეთრად ამცირებს ჩივილებს