D ვიტამინი ბავშვებში

Medical House აპრ 14,2020

D ვიტამინს უდიდესი როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მისი დეფიციტი ბავშვებსა თუ მოზარდებში სხვადასხვა ჩივილისა და პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით აქტუალურია მისი როლი დღევანდელობის გათვალისწინებით, როცა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო მოწოდებული გვაქვს დავრჩეთ სახლში. D ვიტამინის მთავარი, ბუნებრივი წყარო მზის სხივებია, თუმცა მისი ჩანაცვლება შესაძლებელია პრეპარატებით. ამავე დროს ცნობილია რომ D ვიტამინი ინფექციებთან გამკლავებისათვის და იმუნური სისტემის გამართულად მუშაობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

  • თუკი თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ D ვიტამინის დეციფიციტის ნიშნები ან ხართ რისკის ჯგუფში (დაავადებული მაგ: ეპილეფსიით, რევმატოიდული ართრიტით, გაქვთ სიმსუქნე, თირკმლის ქრონიკული დაავადება და ა.შ) სასურველია უფრო დეტალური კვლევების, დოზირებისა და ხანგრძლივობისათვის მიმართოთ ექიმს.
  • შეგახსენებთ, პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის პრეპარატების დანამატის სახით მიღება მიზანშეწონილია ცივ თვეებში და მზის სხივებთან ლიმიტირებული ექსპოზიციის პირობებში, ხანგრძლივად, მაგალითად ნოემბრიდან - მაისი, ივნისამდე.
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალშობილობიდან - 2 წლამდე ყველა ბავშვმა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა თითქმის უწყვეტად (შესაძლებელია მცირე შესვენება ზაფხულის პერიოდში, თუკი ზომიერების დაცვით იღებს ბავშვი მზის აბაზანებს).
  • გაითვალისწინეთ: სააფთიაქო ქსელებში არსებობს D ვიტამინის ორი ძირითადი ფორმა, წვეთების და კაფსულების სახით. მცირე ასაკის ბავშვებში უნდა გამოიყენოთ წვეთები, მოზარდებში და მოზრდილებმა შეგიძლიათ კაფსულებიც სცადოთ. ჩვენს სააფთიაქო ქსელებში არსებულ D ვიტამინის წვეთების სახით პრეპარატებში, უმეტესად, 1 წვეთი არის 400-500 სე-ის ექვივალენტი. ასეთი პრეპარატების პროფილაქტიკური დოზა 2 წლამდე ბავშვისათვის 1-2 წვეთის ექვივალენტია.ერთ წვეთში D ვიტამინის შემცველობის დაზუსტების მიზნით სასურველია გაეცნოთ ანოტაციასაც. კაფსულების ფორმაზე პირდაპირაა მითითებული შემცველობა, მაგალითად, 1 კაფსულა შეიცავს 1000, 2000, 5000, 10 000 საერთაშორისო ერთეულს (სე).
  • D ვიტამინის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. წვეთის დაწვეთება შეიძლება პირდაპირ ენაზე ან საკვებზე, მაგალითად პურზე.
  • ბავშვებსა და მოზარდებში ასევე, აუცილებელია კალციუმით მდიდარი საკვების, განსაკუთრებით რძის პროდუქტების მიღებაც.
გთავაზობთ D ვიტამინის პროფილაქტიკურ დოზირებას ასაკის მიხედვით: