რა არის საშარდე გზების ინფექცია?
საშარდე გზების ინფექცია (სგი)ერთ-ერთი გავრცელებული ინფექციაა, რომელიც ბავშვთა ასაკში გვხვდება. ტერმინი საშარდე გზების ინფექცია ზოგადიადა გულისხმობს საშარდე ტრაქტში ბაქტერიული ინფექციის არსებობას, ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ ზედა საშარდე ტრაქტის ინფექციას იგივე - პიელონეფრიტი და ქვედა საშარდე ტრაქტის ინფექცია - ცისტიტი.
რა იწვევს საშარდე გზების ინფექციას?
სგი-ის იწვევს საშარდე ტრაქტში ბაქტერიის შეჭრა, უპირატესად გამომწვევი ბაქტერია ნორმალური ნაწლავის მიკროფლორის შემადგენელი მიკრობი E.coli-ია თუმცა, ასევე შესაძლებელია გამომწვევი სხვა მიკრობებიც იყოს.
რა სიმპტომები ახასიათებს სგი-ის?
ცისტიტისათვის დამახასითებელი ნიშნებია:
ხოლო, პიელონეფრიტის შემთხვევაში აუცილებლად გვხვდება ცხელება, რომელიც თან ახლავს ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომატიკას. ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა ასაკში საშარდე გზების ინფექცია შესაძლებელია გამოხატული იყოს ცხელებასთან ერთად ისეთი სიმპტომებით როგორიცაა:
ბავშვთა ასაკში ხშირად მორეციდივე საშარდე გზების ინფექცია ზოგჯერ თირკმლისა და საშარდე გზების თანდაყოლილი პათოლოგიების მანიშნებელია.
დიაგნოსტიკა:
საშარდე გზების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტია შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, შარდის საერთო ანალიზით ხდება დაავადებაზე ეჭვის მიტანა და შედგომ ბაქტერიოლოგიური კვლევით დიაგნოზის დაზუსტება. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში საჭირო ხდება საშარდე სისტემის ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩატარება სხვა დამატებით კვლევებთან ერთად.
მკურნალობა:
მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას, რომელიც საშუალოდ პიელონეფრიტის შემთხვევაში 10-14 დღიან კურსს მოიცავს.