უძილობის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

Medical House ნოე 14,2022

ძილი ადამიანის ფიზიოლოგიური ქცევის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის ქცევის ერთ-ერთი სახეა და ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხშირია შემთხვევები,როდესაც ადამიანებს აღენიშნებათ უძილობა (ინსომნია), რომელიც უფრო მეტად დამახასიათებელია დაძაბული რიტმის მქონე პირებისთვის.

ძილში ხდება სასიცოცხლო პროცესებისა და ენერგიის აღდგენა. ამიტომ, ამ პროცესის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ჩვეულებრივ, ჯანმრთელ და ზრდასრულ ადამიანს, 24 საათის განმავლობაში, მინიმუმ 8 საათი მაინც უნდა ეძინოს. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი ჩვეულებრივ უფრო მეტ ხანს ანდომებენ ძილს. გარდა ამისა, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტ ხანს ანდომებს ძილს, რაც აუცილებელია მისი ნორმალური განვითარებისთვის.

2-3 თვის ბავშვს პრაქტიკულად მთელი დღე სძინავს და იღვიძებს მხოლოდ კვების პერიოდში. შემდგომ იკლებს ძილის ეს დრო და 7-8 წლის ბავშვებს, თითქმის იგივე ხანი ძინავთ, რამდენიც მოზრდილ ადამიანებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძილის დარღვევას ინსომნია ეწოდება. იგი ყოველთვის სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება. მისი მიზეზი მრავალი ფაქტორი შეიძლება იყოს, თუმცა, ყველაზე მეტად გავრცელებული ფაქტორებია:

  • ცხოვრების აჩქარებული რიტმი
  • მუდმივი ფიზიკური და ფსიქიკური სტრესები
  • არანორმალური და დაძაბული სამუშაო გრაფიკი
  • უწყვეტი ინფორმაციის ნაკადი
  • ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკების მოხმარება

ყველა ეს ფაქტორი იწვევს ნერვული სისტემის გამოფიტვას, დაძაბულობას და ამის გამო, ძილის პროცესების დარღვევას.

უძილობის შედეგად:

  • ადამიანი ხდება არაადეკვატური
  • უარესდება კომუნიკაციის უნარი
  • ხდება აგრესიული
  • ქვეითდება შრომის უნარი
  • აღინიშნება ქრონიკული დარღვევები
  • შესაძლოა დაიწყოს დესოციალიზაციის პროცესი

ადამიანი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ თავიდან აიცილოს სტრესი და ემოციური დაძაბულობა, ასევე შეამციროს ან საერთოდ შეწყვიტოს ალკოჰოლის, ნიკოტინისა და კოფეინის შემცველი სასმელების მიღება. აუცულებელია მეტი ყურადღება დაუთმოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ძილის პროცესი დარღვეულია, ვერ იძინებთ ან საღამოს საათებში ხშირად გეღვიძებათ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

დაგვიკავშირდით, ჩვენი ექიმები მზად არიან დასახმარებლად.