ქოლეცისტიტი

Medical House იან 12,2022

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესია. ნაღვლის ბუშტი წარმოადგენს ნაღვლის რეზერვუარს, რომელიც ეხმარება ადამიანს საკვების მონელებაში.

ქოლეცისტიტის გამომწვევი მიზეზებია:

  • სხვადასხვა ანთებითი პროცესები;
  • ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობა;
  • სხვადასხვა სიმსივნური წარმონაქმნები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესების განვითარებას.

დამახასიათებელია სიმპტომებია:

  • ტკივილი მუცლისმარჯვენა ზედა ნაწილში;
  • ტკივილი, რომელიც შეიძლება ირადიაციას განიცდიდეს მხარში ან ბეჭში;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • ღებინება;
  • ტემპერატურის მომატება.

ამ დაავადების დიაგნოსტიკა შემდეგია: ხდება დეტალური ანამნეზის შეკრება, ფიზიკალური გასინჯვა, მუცის ღრუს ულტრასონოგრაფიული კვლევა, მუცლის ღრუს CT კვლევა.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დროულად მოგვმართეთ, რადგანაც მდგომარეობის გართულებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს.