წამლის გვერდითი რეაქცია

Medical House ივლ 19,2022

წამლის გვერდითი რეაქცია არის არასასურველი ან მავნე რეაქცია, რომელიც ვითარდება წამლის ან წამლების მიღების შემდეგ .

ნებისმიერმა წამალმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ან მოულოდნელი ეფექტები.

ხშირი გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია წამლის ანოტაციაში, მაგრამ ნებისმიერ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ალერგიული ან ინდივიდუალური რეაქცია ნებისმიერ წამალზე.

გვერდითი რეაქციების სახეები:

  • A ტიპის („გაძლიერებული“) წამლის რეაქციები , რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატის ნორმალურ ფარმაკოლოგიური მოქმედებასთან. როგორც წესი, ისინი შედარებით ხშირია,პროგნოზირებადი და ჩვეულებრივ - დოზაზე დამოკიდებული. მაგალითად, ხველა წნევის საწინააღმდეგო ზოგი პრეპარატის შემთხვევაში. ჩვეულებრივ, იმართება დოზის შემცირებით ან პრეპარატის შეწყვეტით;
  • B ტიპის („უცნაური“) რეაქციები არ არის დაკავშირებული პრეპარატის ჩვეულებრივ ფარმაკოლოგიურთან მოქმედებასთან, იშვიათია, არაპროგნოზირებადი და შეიძლება არ იყოს დოზაზე დამოკიდებული.
  • მძიმე რეაქციები -მაგ., სუნთქვის დათრგუნვა,

ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას;

აუცილებლად აცნობეთ ექიმს ნებისმიერი ალერგიის ან წარსულში წამლით გამოწვეული გვერდითი შედეგის შესახებ;

ახალი წამლის მიღების შემდეგ განვითარებული ნებისმიერი ახალი სიმპტომის ან ჩივილის შემთვევაში დაუკავშირდით თქვენ ექიმს;

მედიქალ ჰაუსი - მთელი ოჯახის ჯანმრთელობა!