ანტიბიოტიკები - სარგებლიანობა და საფრთხე

Medical House ივნ 13,2017

ანტიბიოიტიკის პრაქტიკულ გამოყენებას სულ 70-ოდე წლის ისტორია აქვს და დღეს, როდესაც ეს პრეპარატები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ბევრ ადამიანს, ალბათ, ვერც კი წარმოუდგენია, რომ 7 ათეული წლის წინ ის საერთოდ არ არსებობდა და დაავადებები, რომლებიც დღეს ანტიბიოტიკების საშუალებით ადვილად მარცხდება, მაშინ სიცოცხლისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ და ხშირად უკურნებლადაც ითვლებოდნენ.

და მაინც რა არის ანტიბიოტიკი? როდისაა შესაძლებელი მისი გამოყენება? რის მიხედვით უნდა შეირჩეს ესა თუ ის ანტიბიოტიკი და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის არასწორ გამოყენებას? ეს არის ის კითხვები, რომელიც ხშირად ისმება და რომლის შესახებაც ინფორმაცია აუცილებელია ყველა ადამიანისათვის.

ანტიბიოტიკები — ანტიმიკრობული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისა და პრევენციისთვის. მათ შეიძლება მოკლან ბაქტერია ან შეაჩერონ მისი ზრდა. ზოგიერთ ანტიბიოტიკს გააჩნია ანტიპროტოზოული ეფექტიც. გაითვალისწინეთ, რომ ანტიბიოტიკი არ გამოიყენება ვირუსების დასამარცხებლად და პრეპარატების არასათანადო გამოყენებას შეიძლება დამაზიანებელი ეფექტიც ჰქოდეს.

და მაინც, როგორ შეიქმნა ანტიბიოტიკები? რა გზა გაიარა ამ აღმოჩენამ დღემდე, როგორია მათი გამოყენების სპექტრი, რითი განსხავადებიან ისინი ერთმანეთისგან და როგორია მათი მომავალი?

მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც გაირკვა ინფექციურ დაავადებათა ბუნება, დაიწყო ინტენსიური მუშაობა ინფექციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებების აღმოსაჩენად. ეს პერიოდი ასევე ცნობილია იმუნოლოგიაში ფუნდამენტალური აღმოჩენებით და პირველი ვაქცინების შექმნის ისტორიით. ამიტომ, ინფექციასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდად, იმ პერიოდში, მხოლოდ ვაქცინები მიაჩნდათ.

ერთ-ერთი მეცნიერი, რომელიც ბაქტერიების საწინააღმდეგო ვაქცინების დამზადებას ცდილობდა, იყო ლონდონში მოღვაწე, იმ დროისათვის ცნობილი და ძალიან პოპულარული, მიკრობიოლოგი და ექიმი – ალმონტ რაიტი. მის ლაბორატორიაში კი, სხვებთან ერთად მუშობდა ახალგაზრდა ირლანდიელი ექიმი ალექსანდრე ფლემინგი.

ფლემინგის სამუშაო იმაში მდგომარეობდა, რომ პლასტმასის ფინჯნებში, სპეციალურ ნიადაგზე, ხელოვნურად ზრდიდა ბაქტერიებს და შემდეგ ეძებდა მათზე ზემოქმედების საშუალებებს. ბაქტერიები, ჩვეულებრივ სტერილურ პირობებში უნდა გაეზარდათ. ფლემინგი, როგორც ჩანს, დიდი აკურატულობით არ გამოირჩეოდა და ერთხელაც, სტაფილკოკოკების ბაქტერიებით დასახლებული ფინჯანი თავღია დარჩა. როცა რამდენიმე დღის შემდეგ მან ეს ფინჯანი დაათვალიერა, ნახა, რომ სტაფილოკოკების ოქროსფერ გროვებს რაღაც „სჭამდა“ როგორც შემდეგ გაირკვა – ეს „რაღაც“ ობის სოკო იყო, რომელიც იმიტომ მოხვდა ფინჯანში ჰაერიდან, რომ ფლემინგს დაავიწყდა ჭურჭლის თვის თავის დახურვა და ის იმიტომ „სჭამდა“ სტაფილოკოკების გროვებს (კულტურას) რომ შეიცავდა ნივთიერებას, რომელსაც შემდგომ პენიცილინი ეწოდა. ეს მოხდა 1929 წელს.

ფლემინგი მიხვდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინა და გააგრძელა მუშაობა ამ მიმართულებით. ეს მუშაობა თითქმის 20 წელი გაგრძელდა და დამთავრდა პირველი ანტიბიოტიკის – პენიცილინის წარმოების დაწყებით.

ამის შემდეგ დაიწყო ე.წ. „ანტიბიოტიკების ერა“, რამაც მრავალი ასეული მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

შეიქმნა ანტიბიოტიკების სხვადასხვა სახე და ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ქიმიური შემადგენლობით, ბაქტერიებზე მოქმედების მექანიზმებით და სხვა და სხვა სახის ბაქტერიებზე განსხვავებული ზემოქმედების უნარით. შეიქმნა ანტიბიოტიკების არა მხოლოდ საინექციო, არამედ პერორალური (დასალევი) და ადგლობრივად (მალამო) გამოსაყენებელი ფორმები.

ანტიბიოტიკების შექმნის პირველ ხანებში მიაჩნდათ, რომ ბაქტერიებთან ბრძოლის სრულყოფიული მექანიზმი შეიქმნა და პრობლემა გადაწყდა. თუმცა შემდეგ გამოირკვა, რომ ანტიბიოტიკების არასწორი და ხშირი გამოყენება იწვევს ე.წ. „რეზისტენტული ბაქტერიების“ გაჩენის საშიშროებას. ანუ, ბაქტე-რია თანდათანობით ეჩვევა ანტიბიოტიკს და იგი აღარც ზრდას აჩერებს და აღარც იღუპება ანტიბიოტიკთან შეხვედრის შემდეგ.

მეცნიერები ქმნიდნენ სულ ახალ და ახალ, უფრო და უფრო ძლიერ და ეფექტურ ანტიბიოტიკებს და მაინც ჩნდებოდნენ მათ მიმართ რეზისტენტული ბაქტერიები. ეს პროცესი გრძელდება დღემდე და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ანტიბიოტიკების ეფექტურობას.

დღეისათვის, ეს პრობლება, ერთ-ერთ უმწვავეს და გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს მედიცინაში. მეცნიერებს თითქმის ამოეწურათ ახალი ანტიბი-ოტიკების შექმნის შესაძლებლობები და უკვე 10 წელზე მეტია ახალი ანტიბიოტიკი არ შექმნილა.

დღეს დადგენილის, რომ ე.წ. „რეზისტენტული ბაქტერიები“ ჩნდება ძირითადად იქ, სადაც ანტიბიოტიკების არასწორი (არამიზნობრივი) და ხშირი გამოყენება ხდება. მაგ. ანტიბიოტიკებს იყენებენ არა მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის არამედ ვირუსული ინფექციების ან სულაც, მხოლოდ მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, როცა ბაქტერიული ინფექციის არსებობა დადასტურებული არაა. „რეზისტენტული მიკრობები“ ვითარდება იმ შემთხვევაშიც, თუ ბაქტერიული ინფექციის დროს, ანტიბიოტიკების სრული კურსი არაა ჩატარებული და მკურნალობა დროზე ადრე წყდება.

ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მოსახლეობა, რომელსაც საჭირო ცოდნა არ გააჩნია, ანტიბიოტიკს იყენებს, როგორც „ტემპერ-ატურის დამწევ საშუალებას“ და ვერ აცნობიერებს თუ როგორი საშიშროების წინაშე აყებებს თავს ან იმ ადამიანს (ხშირად ბავშვს), რომელსაც ასეთ თვითმკურნალობას უტარებს. არ არის ძალიან იშვიათი ექიმიების მხრივ დაშვებული ანალოგიური შეცდომებიც.

ანტიბიოტიკის გამოყენება, იმ მოსაზრებით, რომ „ვაი და არაფერი გამოგვრჩეს“ ან „არაფერი გამოგვეპაროს“ კატეგორიულად დაუშვებელია.

გარდა აღნიშნული უარყოფითი მხარისა, ანტიბიოტიკები მძლავრი ალერგენებიც არიან და მათი ხშირი, არასწორი და უსისტემო გამოყენება სხვადასხვა ალეგიული დაავადების ფორმირების საფუძველიც შეიძლება გახდეს.

დაიმახსოვრეთ:

1. ანტიბიოტიკი მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიულ ინფექციაზე და არა ვირუსზე.

2. ანტიბიოტიკი არ არის „ტემპეტატურის დამწევი საშუალება“.

3. ზოგჯერ, ანტიბიოტიკი არის მძლავრი ალერგენი და მის გამოყენება შეიძლება სიცოცხლის რისკთანაც კი იყოს დაკავშირებული.

4. ანტიბიოტიკის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს ე.წ. “დიბაქტერიოზისა” და სოკოვანი ინფექციის განვითარების მიზეზიც.

ამიტომ, როცა ანტიბიოტიკის გამოყენებას დააპირებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და მიიღეთ შესაბამისი კონსულტაცია. და მაშინაც კი, როცა ანტიბიოტიკს ექიმი გინიშნავთ (ან უნიშნავს თქვენს შვილს ან ოჯახის წევრს) – მოითხოვეთ ამ გადაწყვეტილების მართებულობის დადატურება. ანუ ბაქტერიული ინფექციის არსებობის დადასტურება და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდით აღნიშნული პრეპარატის გამოყენებაზე.