D-ვიტამინი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმისათვის.

Medical House იან 20,2020

ადამიანის ორგანიზმისათვის დ-ვიტამინის მნიშვნელობა დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ეს კავშირი, ძირითადად, ბავშთა ასაკში განვითარებული რაქიტთან ან ძვლების სხვა პათოგიასთან იყო ასოცირებული.

ბოლო 10 – 15 წლის განმავლობაში, დაგროვდა ძალიან ბევრი მონაცემი, რომლებიც მიუთითებენ D-ვიტამინის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ძვლებში კალციუმისა და ფოსფორის ჩალაგების პროცესზე და ძვლის ნორმალური სტრუქტურის ფორმირებასა და შენარჩუნებაზე, არამედ ნივთიერებათა ცვლის სხვა პროცესებშიც აქტიურ და მნიშვნელოვან მონაწილეობაზე; იმუნური და აუტოიმუნური პროცესების მიმდინარეობაზე, ხშირ ავადობაზე, დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების თავისებურებაზე და ა.შ.

თუმცა, არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებებიც, რომელთა ავტორებსაც მიაჩნიათ, რომ D-ვიტამის როლი, აღნიშნული ტიპის დაავადებათა განვითარებაში გადამეტებულია და მისი ძირითადი ფუნქცია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულირებაა.

თუმცა ფაქტი ერთია, რომ D-ვიტამინის დეფიციტის მქონე პირთა რაოდენობა დრამატულად მატულობს და ამ მდგომარეობის კორექცია, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ესაჭიროება.

როდესაც D-ვიტამინის მნიშვნელობაზე და დეფიციტზე ვსაუბრობთ, აუცილებებლია გავიაზროთ რას წარმოადგენს იგი, როგორ ხვდება ან წარმოიქმნებაორგანიზმში და რა მიზეზი შეიძლება ედოს საუძვლად მის ნაკლებობას .

ადამიანის ორგანიზმი, თავად ასინთეზირებს D-ვიტამინს ულტრაიისფერი სხივების (მზის სხივები) ზეგავლენით. ანუ, D-ვიტამინის ნორმალური კონცენტრაციის არსებობისთვის აუცილებებლია ადამიანის ორგანიზმზე მზის სხივების საკმარისი რაოდენობის ზემოქმედება. სწორედ ამიტომ ურჩევენ პედიატრები მშობლებს - ხშირად ასეირნონ ჩვილი ბავშვები ულტაიისფერი სხივების მოქმედების არეალში.

D-ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვების საშუალებითაც.( მაგ. თევზის ცხიმი, კვერცხის გული და ასევე, შედარებით მცირე რაოდენობით, -ზოგიერთი მცენარე და სოკო). თუმცა, გარედან მიღებული დ-ვიტამინი ვერ უზრუნველყობს ორგანიზმში მისი საკმარისი რაოდენობით არსებობას.

მე-20 და 21-ე საუკუნე ურბანიზაციის საუკუნეა. ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ შენობებში და დახურულ სივრცეებში. ბუნებრივია ისინი მოწყვეტილნი არიან ბუნებას და მათ შორის მზის სხივებთან ურთიერთობას, რაც D-ვიტამინის დეფიციტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. მისი ნაკლებობა კი მრავალი დაავადების წინაპირობა შეიძლება აღმოჩნდეს.

ჩვენს კლინიკაში, შესაძლებელია, უახლესი მეთოდების გამოყენებით, ზუსტად განისაზრვროს, თქვენს ორგანიზმში D-ვიტამინის დონე. ხოლო შესაბამისი სპეციალობის მაღალკვალიფიციური ექიმი, საჭიროების შემთხვევაში, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობასა და დიეტას.

ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

2 33 08 33

ბერბუკის 7