დენსიტომეტრია

Medical House დეკ 27,2019

ოსტეოპოროზი ძვლოვანი სისტემის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძვლის გამძლეობის დაქვეითებით და მოტეხილობების მაღალი რისკით. მისი გავრცელება სხვადასხვა მიზეზების გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვებსა და მოზარდებში.

დენსიტომეტრია (DXA), ბავშვებსა და მოზარდებში ძვლის სიმკვრივის და მოტეხილობის რისკის შეფასების საუკეთესო, უსაფრთხო და არანვაზიური მეთოდია.

დენსიტომეტრიის ჩატარება აუცილებელია პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ:

  • ხშირი მოტეხილობები
  • ძვლების დეფორმაცია
  • ოსტეოპენია სტანდარტულ რენტგენოგრამაზე

კვლევას საჭიროებენ პაციენტები:

▪️ კისტოზური ფიბროზით

▪️ ნაწლავების ანთებითი დაავადებებით

▪️ავთვისებიანი სიმსივნეებით (განსაკუთრებით ლეიკემიის შემთხვევაში)

▪️რევმატოიდული დაავადებებით

▪️მოძრაობის ხანგრძლივი შეზღუდვით (ტრავმა, ცერებრალური დამბლა, ნერვკუნთოვანი პათოლოგიები და ა.შ.).

▪️ რომლებიც მკურნალობენ სტეროიდული და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებით, რომლებსაც აღენიშნებათ კვებითი დარღვევები (მაგ: ანორექსია), დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება, ზრდის შეფერხება და ა.შ.


  • დენსიტომეტრიის (DXA) ჩატარება აუცილებელია მკურნალობის მონიტორინგისთვის.
  • რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტებისთვის კვლევის ჩატარება რეკომენდებულია 3 წლისასაკიდან 6-12 თვიანი ინტერვალებით.
  • კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება მოზრდილებში, ბავშვებსა თუ მოზარდებში, აუცილებელია მრავალი ამ ასაკისთვის დამახასიათებელითავისებურების გათვალისწინება.

მიღებას აწარმოებს ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ნინო ხელაძე.

ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით:

2 33 08 33

ბერბუკის 7