რა არის იმუნიზაცია?

Medical House აპრ 24,2018

იმუნიზაცია არის ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური საშუალება. იმუნიზაციის მეთოდი შეიქმნა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ცნობილი ფრანგი მეცნიერის ლუი პასტერის მიერ.

იმუნიზაციის მეთოდს საფუძვლად უდევს მაღალორგანიზებული ორგანიზმების იმუნური სისტემის უნიკალური თვისება - დაიმახსოვრონ მათთან შეხებაში მყოფი (ორგანიზმში შეჭრილი ან მასშივე წარმოქმნილი) ე.წ. “უცხო” სტრუქტურის ნივთიერებები და გამოაძევონ ეს სტრუქტურები ორგანიზმიდან. ამავე ნივთიერებებთან მეორედ შეხვედრის შემთხვევაში, რეაქცია უფრო მძლავრია და შესაბამისად, გამოძევებაც ხდება უფრო სწრაფად და მარტივად.

ზოგადად, იმუნური სისტემა არის უნიკალური ავტონომიური, რთული და მრავალფეროვანი სტრუქტურის, იერარქიულ ურთიერთობებზე დამყარებული ფუნქციების მქონე სისტემა ორგანიზმში, რომლის ძირითადი ფუნქციაც არის ორგანიზმის დაცვა ყოველგვარი “უცხო” სტრუქტურებისგან. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ადამიანები არ ავადდებიან იმ მილიონობით ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების და სხვადასხვა უმარტივესი მიკროორგანიზმებისგან, რომელთა გარემოშიც გვიწევს ცხოვრება.

იმუნური სიტემის სტრუქტურა შემდეგნაერია: ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია ე.წ. მკერდუკანა ჯირკვალს - თიმუსს, რომელშიც იმუნური უჯრედების სახეობა - თ-ლიმფოციტები იძენენ უნარს იცნონ ორგანიზმში მოხვედრილი “უცხო” ცილები (მაგ. ბაქტერიები, ვირუსები და სხვ.) ან ორგანიზმშივე აღმოცენებული “უცხო” უჯრედები (მაგ. სიმსივნური უჯრედები). თ-ლიმფოციტები იმახსოვრებენ “უცხო” უჯრედებს და მათთან მეორედ შეხვედრისას ნაწილს თვითონვე ანადგურებენ ან ბრძანებას აძლევენ რანგით მათზე დაბლა მდგომ უჯრედებს - ბ-ლიმფოციტებს - გაანადგურონ აღნიშნული ანტიგენები. ბ-ლიმფოციტები, თავისმხრივ გამოიმუშავებენ ცილოვან სტრუქტურებს - იმუნოგლობულინებს (სულ ცნობილია ხუთი კლასის იმუნოგლობულინი), რომლებიც ანადგურებენ ანტიგენებს. შემდგომში ეს განადგურებული (დაშლილი) ანტიგენები სხვა ე.წ დამასუფთავებელი უჯრედების მიერ ბოლომდე გადამუშავდება და გამოიდევნება ორგანიზმიდან.

სწორედ ამ უნარს ემყარება იმუნიზაციის მეთოდი: ორგანიზმში ხელოვნურად შეყავთ დასუსტებული ან მკვდარი ბაქტერია ან ვირუსი. იმუნური სისტემა (თ-ლიმფოციტები) შეიცნობს და იმახსოვრებს მათ სტრუქტურას. შეყვანილი ბაქტრიები, იმდენად არიან დასუტებულები, რომ მათ არ აქვთ უნარი გამოიწვიონ დაავადება, სამაგიეროდ ორგანიზმში გამომუშავდება მათი საწინააღდეგო ცილოვანი მოლეკულები - იმუნოგლობულინები. შემდგომში, როცა ამ ტიპის ბაქტერია მოხვდება ორგანიზმში, რომელსაც უკვე შეუძლია გამოიწვიოს დაავადება, იმის გამო, რომ იმუნური სისტემა უკვე იცნობს მათ და მომზადებულია საბრძოლველად, იწყება მძლავრი იმუნური პასუხი (მეორადი იმუნური პასუხი) და ბაქტერიები ვეღარ ახერხებენ ორგანიზმიის დაავადებას.

ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია თქვენს შვილს ჩაუტაროთ, როგორც საყოველთაოდ მიღებული ე.წ კალენდარული აცრები, ისე სეზონური გრიპის ვირუსის, პნევმოკოკისა და ჰემოფილუდს ინფლუენსას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც მინიმუმადე შეამცირებს მათი ავადობის რისკსს.

გთავაზობთ რეკომენდებული აცრების დროულად ჩატარების კალენდარს.

ჩვენ სიამოვნებით ვუპასუხებთ თქვენს ყველა შეკითხვას მოცემულ თემაზე.

მედიქალ ჰაუსი გისურვებთ ჯანმრთელობას!