შოკოლადის სასარგებლო თვისებები

Medical House იან 25,2017

ახალი კვლევების შედეგად მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შოკოლადი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რაც განპირობებულია შოკოლადის მთავარი ინგრედიენტით-კაკაოთი. ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს ფლავანოლიც, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს შავი შოკოლადი. ფლავანოლი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ახდენს ინსულტის პრევენციას და ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას.

თუმცა გვახსოვდეს, რომ შავი შოკოლადის მიღებისას უნდა დავიცვათ ზომიერება.