რეზიდენტურის პროგრამა საოჯახო მედიცინაში

Medical House ივნ 08,2022

„დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის“ და საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა „მედიქალ ჰაუსი“-ს ერთობლივი რეზიდენტურის პროგრამაზე "საოჯახო მედიცინაში" მიღება დაიწყო.

კლინიკა ,,მედიქალ ჰაუსი” უზრუნველყოფს სასწავლო მოდულების უწყვეტობასა და პრაქტიკის მაქსიმალურად ერთ კონკრეტულ ბაზაზე მაღალი ხარისხით ჩატარებას.
სწავლება მიმდინარეობს ამერიკული და დასავლურ-ევროპული პროტოკოლების მიხედვით.
ჩვენი სურვილია, რომ ჩვენმა კურსდამთავრებულმა რეზიდენტებმა დააკმაყოფილონ ყველა საერთაშორისო სტანდარტი.
საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის10 ივნისი.



დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ-გვერდს.