ექიმის თანაშემწის ვაკანსია

საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა "Medical House" აცხადებს ვაკანსიას ექიმის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

1. ექიმებისათვის დახმარების გაწევა პაციენტის მიღებისას;
2. პაციენტების რიგითობის კონტროლი;
3. სამედიცინო ისტორიის შექმნა;
4. პაციენტის მომსახურეობა სერვისის სტანდარტის შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** სწრაფად ბეჭდვის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** თავაზიანი, სერვისზე ორიენტირებული;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

განაცხადები მიიღება 2019 წლის 12 აპრილის ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@medicalhouse.ge და მიუთითეთ ელ. ფოსტის სათაურის ველში პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კადრებს, ვინც შემდგომში გეგმავენ სპეციალიზაციას პედიატრიაში.

მისამართი: თბილისი, ბერბუკის 10
ტელ: 2 330833
ვებ-გვერდი: www.medicalhouse.ge