გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება (GORD) გამოწვეულია კუჭის შიგთავსის საყლაპავში დაბრუნებით.
გვხვდება ზრდასრული მოსახლეობის ~ 5%-ში.
რისკ- ფაქტორებია:
- მოწევა
- ალკოჰოლი
- ყავა
- ცხიმიანი საკვები
- დიდი რაოდენობით საკვები
- სიმსუქნე
- დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი
- მჭიდრო ტანსაცმელი
- ორსულობა
- სისტემური სკლეროზი
- საყლაპავის ლორწოვანის დაზიანება, საყლაპავის წყლული, საყლაპავის კეთილთვისებიანი შევიწროება და სხვ.,
- საყლაპავის სისხლდენა
- ანემია
- წამლები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიდეპრესანტები, რკინის დანამატები და სხვ.)
GORD-მა შეიძლება გამოიწიოს:
კლინიკური ნიშნები:
- გულძმარვა: ყველაზე გავრცელებული სიმპტომი- წვა მკერდის ძვლის უკან ან მუცლის ზედა ნაწილში;
- ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოხრის, დახრის ან წოლისდა ცხელი სასმელების მიღებისას;
- ჭარბი ნერწყვდენა;
- მჟავის გადინება პირის ღრუში - განსაკუთრებით ჰორიზონტულ მდგომარეობაში;
- გულისრევა და ღებინება;
- ღამის ხველა/ ცემინება.
აღნიშნული სიმპტომებისას მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც გამოკითხვის, გასინჯვის საფუძველზე დაგინიშნავთ სათანადო კვლევებს, აგიხსნით დაავადების ბუნებას, მკურნალობის გზებს, დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის შემუშავებაში.
ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას , ვინაიდან წამლებმა შეიძლება შეგიმსუბუქოთ ჩივილები, მაგრამ დაავადებამ განიცადოს პროგრესირება.
მედიქალ ჰაუსი - მთელი ოჯახის ჯანმრთელობა!