რა არის ფილტვის თრომბოემბოლია

Medical House დეკ 13,2016

ფილტვის თრომბოემბოლია არის ერთი ან რამოდენიმე ფილტვის არტერიის ოკლუზია (დახშობა) თრომბული მასით, რომელიც ძირითადად წარმოიქმნება ქვემო კიდურების ღრმა ვენებში ან მცირე მენჯში. დაავადება საკმაოდ გავრცელებულია, აშშ-ში ყველწლიურად 100,000-დან 117 შემთხვევა ფიქსირდება.

რისკ ფაქტორები:

  • ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი
  • მოტეხილობა
  • სიმსივნე
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • ქირურგიული ჩარევა
  • ხანგრძლივი წოლა ( იმობილიზაცია)
  • თამბაქოს მოხმარება
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე

ფილტვის თრომბოემბოლიის სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, ხველა რომელიც შესაძლოა იყოს სისხლიანი, ქვემო კიდურების ტკივილი, შეშუპება, სხეულის ციანოზი, ტემპერატურის მომატება, ძლიერი ოფლიანობა, გულის ცემის აჩქარება, თავბრუსხვევა, ძლიერი საერთო სისუსტე.

დიაგნოზის დასადგენად რეკომენდებულია:

  • დეტალური ანამნეზისშეკრება
  • ელექტროკარდიოგრამა
  • სისხლში D დიმერის განსაზღვრა
  • ექოკარდიოგრაფია
  • გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა
  • გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით
  • გულმკერდის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა

მკურნალობა: ანტიკოაგულანტები, თრომბოლიზური საშუალებები, თრომბექტომია, ქვემო ღრუ ვენაში კავა ფილტრის იმპლანტაცია.

ფილტვის თრომბოემბოლიის პრევენციისთვის რეკომენდებულია:

  • ანტიკოაგულანტების მიღება
  • თამბაქოს მოხმარების აკრძალვა
  • წონაში დაკლება
  • ფიზიკური აქტივობის გაზრდა
  • ყოველდღიურად საკვები სითხის მიღება დეჰიდრატაციული პროცესების პრევენციისთვის
  • ქვემო კიდურების ვენური უკმარისობის დროს ელასტიური წინდების გამოყენება
  • სამსახურშიხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომისშემთხვევაში აუცილებელია ყოველ საათში ერთხელ ქვემო კიდურების ვარჯიში