კბილების ამოსვლის დრო და თანმიმდევრობა

Medical House აპრ 25,2017

კბილების ამოსვლის დრო და თანმიმდევრობა

კბილების დასახელება

ასაკი

ქვედა ყბის ცენტრალური საჭრელი კბილები

6 – 7 თვე

ზედა ყბის ცენტრალური საჭრელი კბილები

8 – 9 თვე

ზედა ყბის გვერდითი საჭრელი კბილები

9 – 11 თვე

ქვედა ყბის გვერდითი საჭრელი კბილები

11 – 13 თვე

ზედა და ქვედა ყბის მცირე საღეჭი კბილები

12 – 15 თვე

ზედა ყბის ეშვები

16 – 18 თვე

ქვედა ყბის ეშვები

18 – 20 თვე

ზედა და ქვედა ყბის დიდი საღეჭი კბილები

24 – 30 თვე

30 თვის ასაკში, ბავშვს უკვე აქვს 20 სარძევე კბილი.

6 – 7 წლის ასაკიდან იწყება სარძევე კბილების შეცვლა მუდმივი კბილებით.
კბილების ნაადრევი ამოსვლა ან დაგვიანება 1 – 2 თვით, პათოლოგიად არ ითვლება და ამან არ უნდა შეგაშფოთოთ.
ზოგადად, კბილების ამოსვლის ვადებზე, გავლენას მრავალი მიზეზი ახდენს, როგორიცაა მაგალითად: გენეტიკური თავისებურება, გეოგრაფიული გარემო, სადაც ბავშვი იზრდება და ვითარდება, საკვების თავისებურება, ენდოკრინული სისტემის მდგომარეობა, გადატანილი ინფექციები და სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარეობენ და სხვა.

კბილების ამოსვლას, ზოგჯერ, თან ახლავს სხვადასხვა სახის დისკომფორტი და პრობლემები, როგორიცაა ნერწყვის დენის გაძლიერება, ღრძილების შეშუპება, მტკივნეულობა და ამით გამოწვეული მოუსვენრობა და ჭირვეულობა. კბილების ამოსვლა, ზოგჯერ, ასოცირებულია სხეულის ტემპერატურის მატებასთან და ნაწლავთა აშლილობასთან.

საქმე იმაშია, რომ ბავშვებს, 4 თვის ასაკიდან, ეწყებათ გაძლიერებული ნერწყვდენა, რაც ფიზიოლოგიური (ბუნებრივი) პროცესია და არ არის აუცი-ლებელი, იგი კბილების ამოჭრას ემთხვეოდეს. პირველი კბილი, შეიძლებ, გაძლიერებული ნერწყვდენის დაწყებიდან 2 – 3 თვის შემდეგ ამოიჭრას.
კბილების ამოსვლის დაწყებისას, უმეტეს შემთხვევაში, ღრძილები შეშუპებული მტკივნეული და ქავანაა. ამის გამო, ბავშვები ცდილობენ ყველაფერი პირში ჩაიდონ, რაც ზოგჯერ, ნაწლავური ინფექციის განვითარების და ცხელების მიზეზიც ხდება. ამ დროს, ტკივილის, ქავილის და დისკომფორტის შესამცირებლად, შეგიძლიათ გამოიყენოით სპეციალური, ტკივილისა და ქავილის შესამცირებელი გელი, რომელსაც ბავშვს ღრძილებზე წაუსვამთ. ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ სპეციალური რეზინის რგოლი, რომელსაც იგი პირში იდებს, ღეჭავს და ამით ამცირებს ქავილის შეგრძნებას. მაქსიმალურად უნდა დაიცვათ ყველა იმ ნივთის სისუფთავე, რომელსაც ბავშვი პირში იდებს, რომ არ მოხდეს პირის ღრუში სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიკრობების შეტანა და ინფექციის განვითარება.
ზოგ შემთხვევაში, კბილების ამოსვლა, არავითარ პრობლემასთან არ არის დაკავშირებული და ეს პროცესი, სრულიად უმტკივნეულოდ მიმდინარეობას.
კბილების ამოსვლა, ზოგჯერ, გვიანდება. თუ კბილების ამოსვლა 3 – 4 თვის დაგვიანდა, ძალიან ნუ შეშფოთდებით. მაგრამ, თუ 1,5 – 2 წლის ასაკში, ბავშვს კბილები არ ამოსდის, სპეციალისტის დაუყოვნებელი კონსულტაციაა საჭირო.