ახალი სერვისი “მედიქალ ჰაუსში” - უმტკივნეულო გასტროსკოპია და კოლონოსკოპია

Medical House ნოე 29,2017

საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა “მედიქალ ჰაუსი” მომხმარებელს სთავაზობს ახალ სერვისს სრულიად ახალ სივრცეში. კლინიკაში 10 დეკემბრიდან გასტროსკოპიისა და კოლონოსკოპიის ჩატარება ნარკოზით იქნება შესაძლებელი.

“დაარსების დღიდან, ”მედიქალ ჰაუსის” მიზანია პაციენტებისათვის გამოკვლევებისა და მკურნალობის პროცესი იყოს კომფორტული და უმტკივნეულო. სწორედ ამიტომ გამოვყავით ახალი ფართი და აღვჭურვეთ ის უახლესი ტექნოლოგიებით რათა გამოკვლევების ჩატარება ზოგადი გაუტკივარებით განხორციელდეს”, - განაცხადა კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა ლევან ფერაძემ.

კლინიკის ახალ სერვისებში შედის ისეთი პროცედურები, როგორებიცაა: გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ჰისტეროსკოპია, სადიაგნოსტიკო ბიოფსია, ასევე მცირე ქირურგიული ოპერაციები: ჩაზრდილი ფრჩხილის ამოკვეთა, აბსცესის გახსნა, კანის და რბილი ქსოვილების კეთილთვისებიანი წარმონაქმნების ამოკვეთა და სხვა მსგავსი პროცედურები. გამოკვლევების ჩატარება შესაძლებელი იქნება 10 დეკემბრიდან კლინიკის ახალ სივრცეში, ბერბუკის 10 ნომერში.

“მედიქალ ჰაუსი” საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკაა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურის დახმარებით. კლინიკა ყველა ასაკის პაციენტზეა ორიენტირებული და ამერიკული სტანდარტების შესაბამის, თანამედროვე და ხარჯთეფექტურ მომსახურებას გთავაზობთ. “მედიქალ ჰაუსი” მდებარეობს ბერბუკის 10 ნომერში, სპორტის სასახლესთან. დეტალების გასარკვევად, დაგვიკავშირდით.