კარდიოლოგია

სტატისტიკური მონაცემებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად გაახალგაზრდავდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევები. ბოლო პერიოდში კარდიოლოგიაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადებების პროგრესირება, მათი გართულებები. მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, ასევე დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მისი სწორი მართვა.

კლინიკა მედიქალ ჰაუსის კარდიოლოგიური სამსახური აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურით, კვალიფიციური სპეციალისტებით.

მედიქალ ჰაუსში შეგიძლიათ ჩაიტაროთ:

  • კარდიოლოგის კონსულტაცია
  • ელექტროკარდიოგრამა ( ეკგ)
  • ექოკარდიოგრაფია
  • 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორინგი
  • დატვირთვის ტესტი ტრედმილზე
  • არტერიული წნევის მონიტორინგი
  • ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი