საოჯახო მედიცინა

კლინიკა მედიქალ ჰაუსის ოჯახის ექიმის სამსახური უზრუნველჰყოფს 18 წელს ზევით პირებისთვის ღია და დროით შეუზღუდავ ხელმისაწვდომობას პირველადი ჯანდაცვის სფეროში.

ჯანმრთელობის პრობლემის არსებობის შემთხვევაში ჩვენი პაციენტები იღებენ მაღალკვალიფიციურ და ხარჯთეფექტურ სამედიცინო დახმარებას, სრულფასოვან გამოკვლევასა და მკურნალობას.

ოჯახის ექიმი:

  • ერთდროულად მართავს პაციენტის, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ პრობლემებს;
  • ზრუნავს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მართვაზე;
  • ახორციელებს სამედიცინო მომსახურების კოორდინირებას ვიწრო სპეციალობებთან და ჰოსპიტალურ სექტორთან;
  • ზრუნავს პაციენტების განათლებაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და დაავადებათა რისკ-ფაქტორების პრევენცია-შემცირებაზე.