ორთოპედია-ტრავმატოლოგია

ბავშვთა ორთოპედია მოიცავს დაავადებათა და სინდრომთა ძალზე ფართო სპექტრს, ისეთები როგორიცაა ზედა და ქვედა კიდურების თანდაყოლილ და შეძენილ დეფორმაციებს - ტერფმრუდობა, ბრტყელტერფიანობა, კისერმრუდობა, მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობა და დისპლაზია, ნერვული დაავადებისას განვითარებულ ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებებს - ცერებრული დამბლა, ზურგის ტვინის თიაქარი, ხერხემლის თანდაყოლილი და შეძენილი დეფრომაციები, უამრავ გენეტიკურ სინდრომთან ასოცირებული კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემის დაავადებები, სპორტულ აქტივობასთან დაკავშირებული დაავადებები, არათანაბარი სიგრძის კიდურები, ძვლისა და რბილი ქსოვილების სიმსივნური წარმონაქმნები და ნეოპლაზიები, ტრავმის შემდგომი და ქრონიკულ აუტოიმუნურ დაავადებებთან ასოცირებული სახსრების ანთება და ა.შ.

კლინიკის ბაზაზე არსებული თანამედროვე დენსიტომეტრიული, რენტგენოგრაფიული, ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევების შესაძლებლობა საშუალებას იძლევა ყველა ამ დაავადების დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის.