ქირურგია

კლინიკა მედიქალ ჰაუსში ქირურგიული მიმართულება წარმოდგენილია მოზრდილთა და ბავშვთა ქირურგების სახით. კარგად აღჭურვილი მცირე საოპერაციო საშუალებას იძლევა ადგილზე ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის მცირე ოპერაციული ჩარევები, რაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ დროსა და სახსრებს. ოპერაციები ტარდება თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად გასტერილებული ხელსაწყოთა ნაკრებით, უსაფრთხოების 100%–იანი გარანტიით.