სარძევე ჯირკვალი სათუთი ორგანოა, რომელიც ქალბატონებში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. როგორც წესი, მისი შემოწმება უნდა მოხდეს დროულად, პრობლემის შენიშვნისთანავე. თუ პრობლემა არ აღინიშნება, პერიოდული გამოკვლევა სასურველია ჩატარდეს.
სარძევე ჯირკვლის პრობლემები ქალებში
ქალთა ავადმყოფობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სარძევე ჯირკვლის პათოლოგიებია. ამ მხრივ, ყველაზე საშიში ავთვისებიანი სიმსივნეა, თუმცა სარძევე ჯირკვლის პათოლოგიათა უმეტესობა კეთილთვისებიანია.
მიუხედავად ამისა, სარძევე ჯირკვლის დათვალიერება უნდა ხდებოდეს პერიოდულად, შესაბამისი სპეციალისტების მიერ. დროული დიაგნოსტირება არის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება, ხოლო კეთილთვისებიანი სიმსივნის დროული აღმოჩენა და მკურნალობა უფრო სერიოზული პრობლემებისაგან იცავს პაციენტს, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე.
საყურადღებო ფაქტია, რომ ახალგაზრდა ქალებში მკერდის სიმსივნე უფრო იშვიათია, ვიდრე შედარებით ხანდაზმულებში. სწორედ ამიტომ, ასაკში შესვლასთან ერთად, უფრო ხშირად და ყურადღებით უნდა მოხდეს მკერდის გასინჯვა.
ყველაზე ხშირი ნიშანი, რომელიც სარძევე ჯირკვალში სიმსივნური წარმონაქმნის განვითარებაზე მიუთითებს, არის მასში მკვრივი, გამაგრებული უბნის შემჩნევა. ასეთი ადგილი შეიძლება იყოს, როგორც ერთი, ისე რამდენიმე.
სარძევე ჯირკვლს პათოლოგიაზე მიუთითებს არაბუნებრივი გამონადენიც. თუ იგი გამჭვირვალე, მოყვითალო ან მომწვანოა, ეს კეთილთვისებიანი სიმსივნის არსებობაზე მიუთითებს. სისხლიანი გამონადენი კი - ავთვისებიანი სიმსივნის მანიშნებელია. სარძევე ჯირკვლების პათოლოგიას შეიძლება თან ახლდეს რეგიონული (მაგ.იღლიის) ლიმფური ჯირკვლის გადიდება და ტკივილი, რაც შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნის მაჩვენებელი იყოს.
მოზარდები და მკერდთან დაკავშირებული პრობლემები
მკერდის ზრდა არის პუბერტალური პერიოდის, ანუ სქესობრივი მომწიფების დაწყების პირველი ნიშანი. მკერდის მცირე ასიმეტრია ფიზიოლოგიური მოვლენაა მოზრდილ ქალებსა და სექსუალურად მომწიფებულ მოზარდ გოგონებში. არსებობს შემთხვევები, რომლებიც კორექციას მოითხოვს. ასეთებია:
ასეთი მდგომარეობა ხშირად ხდება ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზიც. რეკონსტრუქციული ოპერაცია კი საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა მკერდის ასიმეტრია ძლიერადაა გამოხატული.
მოზარდებში მკერდის პათოლოგიის ყველაზე ხშირი გამოვლინება წარმოდგენილია კისტით ან ფიბროადენომით. ასეთი კისტოზური წარმონაქმნები სხვადასხვა ზომის შეიძლება იყოს. სტატისტიკის მიხედვით, 22 წლამდე ასაკის ქალებში, მკერდში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი ყველაზე ხშირად გამოწვეულია:
მკერდის პათოლოგია ვაჟებში
გინეკომასტია, ანუ მკერდის გადიდება გამოხატულია ნორმალური განვითარების ვაჟების დაახლოებით ⅓-ში. იგი ხშირად დაკავშირებულია სხვადასხვა ენდოკრინულ პათოლოგიებთან. თუმცა, ამ დროს გასათვალისწინებელია მკერდის სიმსივნის არსებობის საშიშროებაც.
რისკის თავიდან ასაცილებლად, მოგვმართეთ კონსულტაციისთვის.