ხშირად დასმული კითხვები

კლინიკის ზუსტი მისამართი?

კლინიკა „მედიქალ ჰაუსი“ მდებარეობს ქალაქ თბილისში, ბერბუკის ქუჩა №10. სპორტის სასახლის უკან, ყოფილი აკადემ ქალაქის ტერიტორიაზე, გაზეთი ალიას რედაქციის პირდაპირ.

კლინიკის სამუშაო საათები?

კლინიკის სამუშაო საათებია: ორშაბათი-პარასკევი 10:00- 18:00, შაბათი 10:00- 14:30.კვირა -არასამუშაო დღე.

კლინიკის ცხელი ხაზის სამუშაო საათები?

ორშაბათი-პარასკევი 09:30- 20:00, შაბათი 09:30- 18:00. კვირა – არასამუშაო დღე.


რა ასაკის პაციენტებს ემსახურებით?

კლინიკა „მედიქალ ჰაუსი“ სრულ ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს ნებისმიერი ასაკისა და სქესის პაციენტს.

კლინიკაში ვიზიტისას რა უნდა ვიქონიო თან?

სამედიცინო დაწესებულებაში მობრძანებისას პაციენტმა აუცილებლად თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი:
• საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და/ან პასპორტი;
• უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების შემთხვევაში: უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბინადრობის მოწმობა;
• არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში: დაბადების მოწმობა და ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ან, თუ პაციენტს პირადობის მოწმობა არ აქვს დაბადების მოწმობით უნდა მობრძანდეს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი დაზღვეულია სადაზღვევო ბარათი და პირადობის/დაბადების მოწმობა თან უნდა ჰქონდეს.

რომელ სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვეულ პაციენტებს ემსახურებით?

კლინიკა „მედიქალ ჰაუსი“ არის ჯიპიაი ჰოლდინგის, არდის, უნისონის და გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას ერთ-ერთი მთავარი პროვაიდერი კლინიკა.

ამასთანავე, ჩვენთან მომსახურების მიღება შეუძლიათ ირაოს, ქართუს, პრაიმის და ალფას მიერ დაზღვეულ პაციენტებს.

რომელ ანალიზებს სჭირდება უზმოზე ყოფნა?

ბილირუბინი (პირდაპირი, საერთო)

გლუკოზა (ვენური, კაპილარული)
გლუკოზა ტოლერანტობის ტესტი (ვენური, კაპილარული).

თირკმლის ფუნქციები (კრეატინინი, შარდოვანა)
კალციუმი
მაგნიუმი
რკინა
ფოსფორი
ღვიძლის ფუნქციები (ALT, ტუტე ფოსფატაზა, AST, ბილირუბინი, GGT)
შარდმჟავა
ცილა საერთო
ლიპაზა (გიდროლაზების განსაზღვრა სისხლში)
გიდროლაზების განსაზღვრა სისხლში * ალფა ამილაზას განსაზღვრა
ინსულინი
HOMA ინდექსის განსაზღვრა
C პეპტიდი სისხლში
ტრანსფერინის განსაზღვრა სისხლის შრატში

* აღნიშნული კვლევები განსაზღრულია “საერთაშორისო კლინიკური ქიმიის და ლაბორატორიული მედიცინის ფედერაციის რეკომენდაციით” (IFCC).


შარდის საერთო ანალიზისთვის (მასალის ასაღებად) რა ჭურჭელი უნდა იყოს გამოყენებული?

შარდის საერთოსთვის მასალა უნდა იყოს აღებული ერთჯერად სტერილურ კონტეინერში, რომელსაც

კლინიკაში მოგართმევან ან თავად შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ.


შარდის საერთო ანალიზის აღების წესი?

შარდის ანალიზის აღება უნდა მოხდეს დილის ტუალეტის ჩატარების შემდეგ. სპეციალურ სტერილურ კონტეინერში უნდა შეგროვდეს შარდის შუა პორცია და ლაბორატორიაში მოტანილ უნდა იქნეს მაქსიმუმ 2 (ორი) საათში. წინააღმდეგ შემთხვევაში ლაბორატორია პასუხს არ აგებს ანალიზის სიზუსტეზე.

საჭიროა თუ არა ექიმთან ვიზიტისთვის წინასწარი ჩაწერა?

მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინაწარი ჩაწერა.

რომელ სამედიცინო მომსახურებას არ ჭირდება წინასწარი ჩაწერა?

ლაბორატორიულ და რენტგენოლოგიურ მომსახურებას. ხოლო, ბინაზე ლარობატორიის გამოძახების შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ ჩაეწეროთ.

შესაძლებელია თუ არა ბინაზე ლაბორატორიის გამოძახება და გამოძახებაში დამატებით თუ ვიხდით თანხას?

კლინიკა „ მედიქალ ჰაუსი“ გთავაზობთ ბინაზე ანალიზების აღების სერვისს. საჭიროა წინასწარ დარეკოთ და ჩაეწეროთ ნომერზე: 2 33 08 33. გამოძახების თანხა ემატება უბნიდან გამომდინარე, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება.


შესაძლებელია თუ არა ანალიზების პასუხების ელექტრონულ ფოსტაზე მიღება?

პაციენტის სურვილიდან გამომდინარე შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელდეს ანალიზის პასუხების გაგზავნა.

როგორ მოვემზადო გასტროსკოპიისთვის?

უმჯობესია გასტროსკოპიის გაჯეთება დილის საათებში. გასტროსკოპიამდე, მინიმუმ 8(რვა) საათი არ უნდა გქონდეთ საკვები და 3 (სამი) საათი წყალი მიღებული. ასევე, კარგია თუ სიგარეტის მოწევისაგანაც თავს შეიკავებთ.

შესაძლებელია თქვენთან მცირე ქირურგიული მანიპულაციების ჩატარება?

კლინიკაში ტარდება ისეთი მცირე ქირურგიული მანიპულაციები, როგორიცაა:

• ჩაზრდილი ფრჩხილის მოცილება ადგილობრივი ანესთეზიით
• აბსცესის გახსნა, დრენირება ადგილობრივი ანესთეზიით
• ბიოფსიური მასალის აღება
ასევე, სხვა მრავალი მცირე ქირურგიული მანიპულაცია, რომელსაც უფრო ზუსტად იხილავთ სერვისებში,
ქირურგიული მიმართულებით.


რამდენ ხანში არის შესაძლებელი ანალიზების პასუხის აღება?

დაჩქარებული წესით ანალიზების აღების შემთხვევაში პასუხი არის მზად ანალიზის ჩაბარებიდან 2-5 საათის განმავლობაში.
ჩვეულებრივ, კლინიკაში ანალიზები გაიცემა ანალიზის ჩაბარებიდან მეორე დღის 14:00 საათიდან.
აღნიშნული წესიდან გამონაკლისს მიეკუთვნება: ბაქტერიოლოგიური, ციტოლოგიური, მორფოლოგიური და გენეტიკური კვლევები, რომლის შედეგების მიღებასაც რამოდენიმე დღე სჭირდება.

შესაძლებელია თუ არა ანალიზების აღება დღის მეორე ნახევარში?

რეკომენდირებულია, რომ ანლიზების აღება მოხდეს დილით. თუმცა, არის რიგი ანალიზებისა, რომელიც
შესაძლებელია ჩაბარდეს დღის მეორე ნახევარშიც. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდიან ჩვენს
ცხელ ხაზზე. ტელ : 2 33 08 33.