​1 წლამდე ასაკის ბავშვის ადეკვატური კვების უზრუნველყოფა და შედეგის შეფასება

Medical House მარ 14,2017

1 წლამდე ასაკის ბავშვის სწორი კვება მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი პირობაა.

რა უნდა იცოდეს დედამ ბავშვის ადეკვატური კვებისა და კვების შედეგის სწორი შეფასებისათვის ? ეს არის კითხვა, რომლითაც ყველაზე ხშირად მიმართავენ პედიატრს 1 წლამდე ასაკის ბავშვის მშობლები.

პირველი და აუცილებელი, რაც ამ მხრივ დედამ უნდა იცოდეს, არის ის, რომ 1 წლამდე ასაკის ბავშვისათვის ოპტიმალური საკვები, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება, არის დედის რძე – დედის ძუძუ, რომელიც სრულიად შეუცვლელია ბავშისათვის, როგორც ბიოლოგიური და იმუნოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

მეორე მნიშვნელოვანი წესი, რომლის უპირატესობასაც დღეს ყველა პედიატრი აღიარებს, არის „თავისუფალი კვების რეჟიმი“, რაც იმას გულისხმობს, რომ ახალშობილს საკვები (მაგ. ძუძუ) უნდა მივცეთ არა მკაცრად განსაზღვრულ დროს (როგორც ეს 10 – 15 წლის წინ იყო მიღებული), არამედ მაშინ, როცა იგი ითხოვს. შემდგომში ბავშვი თავად დაარეგულირებს კვების რეჟიმს და საკვებს მიიღებს დროის გარკვეულ (დაახლოებით ერთნაირ) მონაკვეთებში.

როგორ უნდა განისაზღვროს, საკმარის საკვებს იღებს თუ არა ბავშვი ?

თუ ბავშვი კარგად წოვს ძუძუს, წოვის ხანგრძლიობა არ აღემატება 20 წუთს, წოვას თავს ანებებს თვითონ, კვების შემდეგ წყნარად იძინებს და სძინავს 2 –4 საათი. და რაც მთავარია, თუ წონაში იმატებს ნორმალურად – უნდა ჩაითვალოს, რომ ბავშვი იღებს საკმარისი რაოდენობის და ოპტიმალური ხარისხის საკვებს. თუ, ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმებიდან რომელიმე დარღვეულია – თუ წოვის პროცესი სუსტია და ხანგრძლივი, ან თუ ბავშვი კვების შემდეგ ვერ იძინებს და ჭირვეულობს, ან იღვიძებს მალევე, ჭირვეულობს და რაც მთავარია – თუ სხეულის მასის მატება, გარკვეულ დროში, არ ხდება განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად, ეს მიგვანიშნებს არასრულფასოვან კვებაზე და უნდა ეძებოთ ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები.

ადეკვატური კვების (როგორც საკმარისი საკვების მიღება, ისე მისი სრულფასოვნად გადამუშავება) შესაფასებელი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, ბავშვის ფსიქო-მოტორული (ფსიქიკური სფერო და სხეულის მასა და სიგრძე) განვითარების მდგომარეობაა. დაბადებიდან პირველი კვირების განმავლობაში ბავშვი უნდა აწონოთ ყოველდღიურად. თუმცა, ოპტიმალურია მდგომარეობა, როდესაც ბავშვს წონით ყოველი კვების დასაწყისში და კვების შემდეგ. პრაქტიკულად, ეს ყოველთვის არ არის მოსახერხებელი და ამ მეთოდს უპირატესად იყენებენ მაშინ, როდესაც ეჭვი აქვთ, რომ ბავშვი ვერ იღებს საკვების იმ რაოდენობას, რომელიც მას ფიზიოლოგიური განვითარებისათვის სჭირდება. თუმცა, ყოველი კვების წინ და კვების შემდეგ აწონვა, მოგცემთ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის რძე მიიღო ბავშვმა თითოეული კვებისა და 24 საათის განმავლობაშიც. კვების ეფექტიანობის შეფასებისათვის კი, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ღირებული ინფორმაციაა. ასეთ შემთხვევაში, თქვენ მიერ აღრიცხულ მონაცემებს შეადარებთ ცხრილებს, სადაც მოცემულია თუ საკვების (რძის) რა რაოდენობა უნდა მიიღოს ბავშვმა განსაზღვრულ ასაკში, თითოეული კვების დროს, და 24 საათის განმავლობაში და გამოტანთ შესაბამის დასკვნებს.

ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის, სხვადასხვა ასაკში, თითოეულ კვებაზე და 24 საათის განმავლობაში, საჭირო საკვების რაოდენობა და სხეულის მასისა და სიგრძის ნამატის ამსახველი მონაცემები, მოცემულია შესაბამის ცხრილებში.

ასაკი თვეებში

წონის თვიური ნამატი (გრამებში )

წონის ნამატი განვლილ პერიოდში

(გრამებში)

სიგრძის თვიური ნამატი (სანტიმერებში)

სიგრძის ნამატი განვლილ პერიოში

(სანტიმეტრებში)

1

600

600

3

3

2

800

1400

3

6

3

800

2200

2,5

8,5

4

750

2950

2

11

5

700

3650

2

13

6

650

4300

2

15

7

600

4900

2

17

8

550

5450

2

10

9

500

5950

1,5

20,5

10

450

6400

1,5

22

11

400

6800

1,5

23,5

12

350

7100

1,5

25

12 - 24

2500 - 3000

12 - 19

24 - 36

2000

5

ანუ, თუ გსურთ, რომ გამოთვალოთ, რამდენს უნდა იწონიდეს ან როგორი უნდა იყოს ბავშვის სიგრძე რომელიმე ასაკში - დაბადებისას არსებულ წონას (და სიგრძეს) უნდა მიუმატოთ ის ნამატი, რომელიც აღნიშნულ ცხრილშია მოცემული.

მაგ. თუ ბავშვი არის 7 თვის და ის დაიბადა 3500 გრამი - 3500 გრამს უნდა მიუმატოთ 4900 გრამი, ანუ წონის ის რაოდენობა, რომელიც ამ ხნის მანძილზე უნდა მოიმატოს ჯანმრთელმა, ბუნებრივ კვებაზე მყოფმა ბავშვმა და მიიღებთ, რომ ეს წონა არის – 8300 გრამი. ასევე ანგარიშობთ საჭირო სიგრძესაც.

აღნიშნული ცხრილების გარეშე, გარკვეულ ასაკში, ამ ასაკისათვის საჭირო წონა მიახლოებით შეიძლება შემდეგი ფორმულის საშუალებითაც გამოითვალოთ:

1. ბავშვის წონა 6 თვემდე = დაბადების წონა + (ასაკი თვეებში X 600 ).

2. ბავშვის წონა 6 თვის შემდეგ = დაბადების წონა + (ასაკი თვეებში X 700).

ბავშვის წონა ორმაგდება 6 თვისა და სამმაგდება 12 თვის ასაკში.

ცხრილ 2-ში მოცემულია, თუ, რა რაოდენობის საკვები უნდა მიიღოს სხვადასხვა ასაკის, ბუნებრივ კვებაზე მყოფმა ბავშვმა, 24 საათის განმავლობაში.

1. 2 – 6 კვირის ასაკის ბუნებრივ კვებაზე მყოფმა ბავშმა, 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს თავისი სხეულის მასის 1/5 –ის რაოდენობის მოცულობის საკვები

2. 6 კვ. _ 4 თვემდე _ 1/6.

3. 4 თვ. _ 6 თვემდე _ 1/7.

4. 6 თვ. _ 9 თვემდე _ 1/8.

კვებათა სიხშირე დღე-ღამის განმავლობაში, სხვადასხვა ასაკის ბავშვებში, ბუნებრივია, სხვადასხვაა და მცირდება ასაკის მატებასთან ერთად.

ცხრილ 3-ში მოცემულია 24 საათში კვების სიხშირე სხვადასხვა ასაკის, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში.

1. ახალშობილობის პერიოდი ( 21 დღემდე ასაკი) 7-ჯერადი კვება.

2. 1 დან 5 თვემდე ასაკში _ 6-ჯერადი კვება.

3. 5 დან 11 თვის ასაკში _ 5-ჯერადი კვება.

4. 11 თვიდან _ 4 – 5-ჯერადი კვება.

ანუ, თუ ბავშვი არის 7 თვის და მისი სხეულის მასა შეადგენს 8300 გრამს, 24 საათის განმავლობაში მან უნდა მიიღოს თავის სხეულის მასის 1/8 –ის რაოდენობის საკვები. რაც შეადგენს დააახლოებით 1000 მლ.-ს ( 1.0 ლიტრს). საკვების აღნიშნული რაოდენობა მან უნდა მიიღოს 5–ჯერადად. ანუ თითოეულ კვებაზე უნდა მიიღოს დაახლოებით 200 მლ. რაოდენობის საკვები.

ბოლოს კი, ერთხელ კიდევ გავიმეორებ, რომ ადეკვატური კვების შეფასების ყველაზე ოპტიმალური კრიტერიუმია არა ის, თუ რამდენი საკვები მიიღო ბავშვმა, არამედ თუ როგორ ვითარდება ის და როგორია მისი ფიზიკური (სხეულის მასა და სიგრძე) და ფსიქიკური სფეროს განვითარების დინამიკა.

უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ამ საკითხების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ წიგნში : « ბავშვი ჩვენს ოჯახში ». თბილისი. 2006 წ. რამაზ ღულაძე.