21-ე საუკუნის დაავადებები: ალერგია

Medical House თებ 06,2017

ტერმინი “ალერგია” პირველად გამოიყენა ავსტრიელმა პედიატრმა კლემენს ფონ პირკემ 1911 წელს და ამ ტერმინით აღნიშნა მედიკამენტის მიმართ განვითარებული უჩვეულო რეაქცია, რომელიც კანზე გამონაყარის გაჩენითა და ქავილით იყო გამოხატული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ალერგიული დაავადების შესახებ ცნობა შემონახულია ეგვიპტურ პაპირუსებშიც, სადაც დეტალურადაა აღწერილი კრაზანის კბენის შემდეგ განვითარებული ალერგიული შოკს სურათი.

იმ პერიოდში, როდესაც პირკემ ალერგიის ცნება შემოიღო, ეს პათოლოგია გარკვეულ იშვი- ათობას წარმოადგენდა. 21-ე საუკუნში კი სხვადასხვა ალერგიულ დაავადებათა გავრცელებამ მოსახლეობის მთლიან პოპულაციაში 30%-ს გადააჭარბა. ალერგიული დაავადებები განსაკუთრებით გავრცელებულია ეკონომიკურად და კულტურულად დაწინაურებულ ქვეყნებში, რეგიონებსა და ოჯახებშიც კი.

ალერგიულ დაავადებათა განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას. ეს მდგომარეობა უპირატესად ვლინდება 20 წლამდე ასაკში, თუმცა იგი შეიძლება სიცოცხლის ნებისმიერ პერიოდშიც გამოვლინდეს.

ალერგიული დაავადების განვითარების საფუძველი ადამიანის იმუნური სისტემის არასწორი ფუნქციონირებაა. მაგრამ ეს არ არის იმუნოდეფიციტი ამ ტერმინის კლასიკური გაგებით. ეს უფრო მეტად არის გაუკუღმართებული იმუნური რეაქცია _ გაძლიერებული იმუნური რექცია ზოგიერთ ორგანულ ან არაორგანულ ნივთიერებაზე ე .წ. «ალერგინზე»

ალერგიული პროცესის განვითარების მატერიალური საფუძველი არის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ცილა _ IgE (იმუნოგლობულინი E.). ეს ფაქტორი დაფიქსირებულია სპეციფიურიუჯრედების – მასტოციტების ზედაპირზე. მასტოციტები განლაგებულიალორწოვან გარსებსა და კანქვეშ. ის ძალიან მდიდარია ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, როგორიცაა მაგალითად ჰისტამინი.

როცა ორგანიზმში შეიჭრება ისეთი ნივთიერება, რომლის მიმართაც ორგანიზმს გაძლიე- რებული მგრძნობელობა გააჩნია, ეს ნივთიერება უერთდება მასტოციტებზე დაფიქსირებულ IgE-ს, რაც მასტოციტების დაშლას და ქსოვილებში აქტიური ნივთიერებების გადასვლას იწვევს. ამის შედეგად ძლიერდება სისხლძარღვთა კედლების განვლადობა, ეცემა არტერიული წნევა, ვითარდება ბრონქების სპაზმი და კანსა და ლორწოვან გარსებზე ვითარდება ანთებითი რეაქცია.

იმის მიხედვით თუ რომელ სისტემასა, ორგანოს თუ ქსოვილში განვითარდა ასეთი პროცე- სი, შეიძლება გამოვლინდეს:

  • სისტემური რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის კლინიკური გამოხატულებააარტერიული წნევისმკვეთრი დაცემა, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ეს მდგომარეობა ძალზე საშიშია და დროული ჩარევის გარეშე იგი შეიძლება ადამიანის სიკვდილითაც დამთავრდეს.
  • ადგილობრივი რეაქციები, რომელიმე ორგანოსა და ქსოვილის დაზიანებით (მაგალი- თად – ბრონქებში განვითარებული რეაქცია იწვევს ასთმას; კანზე განვითარებული პროცესი შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული ეგზემით ან ურტიკარიით- ე.წ. ჭინჭრის ციებით. შეიძლება გამოვლინდეს ცხვირის ან თვალების ლორწოვანი გარსების ანთება - ალერგიული რინიტი და კონიუქტივიტი (მაგალითად გაზაფხულის რინო-კონიუქტივიტი) და სხვა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ალერგიულ დაავადებათა გავრცელებამ თითქმის 50% -70% -ით მოიმატა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მატებაგანსაკუთრებით ინტენსიურია კულტრულად და ეკონომიურადდაწინაურებულქვეყნებსა და ოჯახებშიც კი. ალერგიულ დაავადებათა მატება უფრო შესამჩნევია ქალაქში მცხოვრებ პირებში და ნაკლები – სოფლად, ფერმებში მცხოვრებ ოჯახებში.

ამ მოვლენის მიზეზთა დეტალური ახსნა რთულია. მაგრამ ის კი აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეკონომიკურად დაწინაურებულ გარემოში, ალერგიის მატების ერთ-ერთ უმნიშვნე- ლოვანეს მიზეზად, მეცნიერებს, ბავშვისსიცოცხლის პირველი 18 თვის განმავლობაში ანტიბიოტიკების გამოყენება მიაჩნიათ. ამასთან რაც უფრო ფართე სპექტრისაა ანტიბიოტიკი და რაც უფრო ძლიერია იგი, ანუ რაც უფრო მაღალფასიანია, მით უფრო მეტად უწყობს ხელს ბავშვის ალერგიზაციას - ანუ ატოპიური ფენოტიპის ჩამოყალიბებას. თუ სიცოცხლის ამ პერიოდში იმუნური სისტემის გადაწყობა მოხდა იმგვარად, რომ ჩამოყალიბდა ალერგიული განწყობა, ესმდგომარეობა მყარად რჩება მთელიცხოვრების მანძილზე. ასევე გამოირკვა, რომ ალერგიულიგანწყობის განვითარებას ხელს უშლის დედის ძუძუთიხანგრძლივი ( 2 წლამდე) კვება და ამავე ასაკში ნიადაგთან დამსხვილფეხა რქიან პირუტყვთან სიახლოვე (ნიადაგში არის ბაქტერიები, ხოლო ცხოველებისქერტლში ცილები, რომლებიც იმუნურ სისტემას არაალერგიული მიმართულებით ანვითარებენ).

ამ მონაცემებიდან გამომდინარე ალერგიის განვითარების პრევენციის საშუალებად მიჩნეუ- ლია :

  • ბავშვის განვითარების ადრეულ ასაკში ანტიბიოტიკების გამოყენების მაქსიმალური შეზრუდვა.
  • ხანგრძლივი ბუნებრივი კვება.
  • 2 წლამდე ასაკში ბუნებასთან (ნიადაგი, ცხოველები) სიახლოვე.
  • ალერგიის გამოვლენის შემთხვევაში იმ ნივთიერებებისაგან (და ზოგჯერ გარემო- საგან) თავის არიდება, რომლის მიმართაც ადამიანი მაღალ მგრძნობელობას იჩენს.
  • ორსულების მიერ თამბაქოს მოწევის შეწყვეტა და გარემოში თამბაქოს კვამლის ელიმინაცია, განსაკუთრებით ორსულობისა და ადრეული ბავშვობის პერიოდში.
  • ორსულებისათვის, ბოლო თვეებში და ახალშობილებისათვის ისეთი პრეპარატების მიწოდება, რომლებიც ასტიმულირებებ ნაყოფისა და ახალშობილის იმუნური სისტემის “არა ალერგიული მიმართულებით” განვითარებას (პრობიოტიკები)

ალერგიული დაავადების გამოვლენის ან მასზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია და მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდის გეგმის შედგენა.

ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტიკა. მაგალითად ხველა, რომელიც 3-4 კვირაზე დიდხანს გრძელდება, ძალიან ხშირად, ასთმის მსუბუქი ფორმის გამოვლინებაა და არცთუ იშვიათია, რომ პაციენტს ესმება ბრონქიტის დიაგნოზი დაუტარდება ანტიბიოტიკოთერაპია, რაც საბოლოოდ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. უფრო მეტიც - თუ პაციენტს ბოლო 5 წლის განმავლობაში 2-ჯერ ან მეტად დაესვა ბრონქიტის დიაგნოზი, დაახლოებით 60%-ში მოსალოდნელია, რომ საქმე გვაქვს მსუბუქად მიმდინარე ასთმასთან. არა მხოლოდ სუნთქვის გაძნელება და ხმაურიანი სუნთქვა, არამედ ხშირი და გახანგრძლივებული (10 დღეზე მეტი) “გაციებაც” ასთმის შესაძლო არსებობის მაჩვენებელია. ასეთ შემთხვევებში უხშირესად დიაგნოზი არ ისმება სწორად, რის გამოც, პაციენტს, წლების განმავლობაში შეიძლება აღენიშნებოდეს არადიაგნოსტირებული ასთმა, რაც საბოლოდ მძიმე ფორმის დაავადების ჩამოყალიბებით მთავრდება. ადრე და სწორად დაწყებული მკურნალობა კი მნიშვნელოვნად უზრუნვებელყოფს დადებით შედეგს.