როზაცეას სახეები და მკურნალობა

Medical House იან 10,2019

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის როზაცეა. ახლა, მის სახეობებს გავეცნობით და თავდაცვის შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.

სახეობები

როზაცეას ოთხი ძირითადი სახეობა არსებობს:

  • ერითემატულ-ტელეანგიოექტაზიური;
  • პაპულოზურ-პუსტულოზური;
  • კვანძოვანი როზაცეა;
  • ოკულარული როზაცეა;

ასევე, შესაძლებელია პაციენტს როზაცეას რომელიმე სახეობების კომბინაციაც აღმოაჩნდეს.

ერითემატულ-ტელეანგიოექტაზიურის დროს სიწითლე სახეზე პერიოდულად ჩნდება და ქრება. შესაძლებელია მას თან ერთვოდეს სიმხურვალე, შეშუპება, წითელი კაპილარების გამოჩენა და ჩხვლეტა.

პაპულოზურ-პუსტულოზური ვლინდება მუდმივი სიწითლით და აკნეს მსგავსი გამონაყარით.

კვანძოვანი როზაცეას დროს ცხიმის გამომყოფი ჯირკვლის ფუნქციონირებაა დაზიანებული, რაც კანის გაუხეშება/გასქელება/დაკოჟრებაში ვლინდება. როზაცეას ეს სახეობა უმეტესწილად ცხვირის კანზე ჩნდება.

ოკულარული როზაცეას დროს სიწითლე არამარტო სახეს, არამედ თვალსაც ეხება. ამ დროს შესაძლებელია თვალი და გუგები გაწითლდეს, რამაც შესაძლოა ხედვა გააძნელოს და ცრემლდენა გამოიწვიოს.

როზაცეასთან გამკლავება

პირველ რიგში, ეწვიეთ “მედიქალ ჰაუსის” დერმატოლოგს, რომელიც თქვენს მდგომარეობას გამოიკვლევს, გამოავლენს როზაცეას რომელი სახეობა გაქვთ და მკურნალობის მეთოდს დაგინიშნავთ. როგორც წინა ჩანაწერში ვისაუბრეთ, როზაცეა სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული და გარდა კანის სიჯანსაღისა, შესაძლოა სხვა გამოკვლევებიც დაგჭირდეთ.

როზაცეას მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურ შემთხვევაზეა დამოკიდებული. რაც მთავარია, მოერიდეთ ამ დაავადების მხოლოდ ოჯახის პირობებში მკურნალობას. თუმცა, ექიმის დანიშნულებასთან ერთად შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება ხელს შეგიწყობთ როზაცეასთან გამკლავებაში:

  • გარეთ გასვლამდე გამოიყენეთ კრემი, რომელიც მზის სხივებისგან დაგიცავთ და შეიცავს მინიმუმ მზის დამცავ ფაქტორ (SPF) 30-ს;
  • ქარის ან ცივი ამინდის დროს სახე დაიფარეთ შარფით;
  • ეცადეთ ნაკლებად შეეხოთ თქვენს სახეს;
  • სახის მოსავლელად, იქნება ეს დაბანა თუ კრემის წასმა, გამოიყენეთ საშუალებები, რომლებიც თქვენს კანს ნაკლებად გააღიზიანებს და არ შეიცავს ალკოჰოლს ან პარფიუმს;
  • გამოიყენეთ კანის დამატენიანებლები და დამამშვიდებელი კრემი ან მასკა;
  • სახის მოვლის საშუალებები გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, როცა სამკურნალო საშუალებები გაშრება კანზე;
  • გამოიყენეთ მხოლოდ არაკომდენდოგენური სახის მოვლის საშუალებები;
  • არ დაიბანოთ ცხელი წყლით და ნუ მიიღებთ ძალიან ცხელ საკვებს ან სასმელს;
  • მოერიდეთ სასმელს და თამბაქოს;
  • მოერიდეთ ცხარე საკვებს;
  • შეამცირეთ სტრესის დონე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამაში “მედიქალ ჰაუსის” ფსიქოლოგი სიამოვნებით დაგეხმარებათ;
  • გადაამოწმეთ ჩვენს დერმატოლოგთან, სახის მოვლის სწორ საშუალებებს თუ იყენებთ;
  • დააკვირდით თქვენს სიწითლეს რა ფაქტორები უფრო იწვევს და შეადგინეთ სია.

მოგვწერეთ თქვენი დამატებითი კითხვები და ჩაეწერეთ “მედიქალ ჰაუსის” ოჯახის ექიმთან სახეზე სიწითლის არსებობის შემთხვევაში. ის, საჭიროებისდა მიხედვით, დერმატოლოგთან გადაგაგზავნით.