გაზაფხული მზესთან, სითბოსთან და ფერადოვნებასთან ასოცირდება, მაგრამ ყველას ვერ ახარებს მისი დადგომა, რადგან ეს პერიოდი სხვადასხვა დაავადების გამწვავებით ხასიათდება, უპირატესად ესენია ალერგიული ან ახალი დაავადებები.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამჟამად ალერგიულია პლანეტის მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი (ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის 60-70%, საქართველოში - დაახლოებით 40%) და ამ ტიპის დაავადებათა გავრცელების სიხშირე, პრაქტიკულად, ყოველწლიურად მატულობს, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა.
ალერგიული დაავადებები იყოფა ორ ძირითადად ჯგუფად:
ტერმინი “ალერგია” პირველად გამოიყენა ავსტრიელმა პედიატრმა კლემენს ფონ პირკემ 1911 წელს და ამ ტერმინით აღნიშნა მედიკამენტის მიმართ განვითარებული უჩვეულო რეაქცია, რომელიც კანზე გამონაყარის გაჩენითა და ქავილით იყო გამოხატული. უნდა აღინიშნოს, რომ ალერგიული დაავადებების შესახებ ცნობა შემონახულია ეგვიპტურ პაპირუსებშიც, სადაც დეტალურადაა აღწერილი კრაზანის კბენის შემდეგ განვითარებული ალერგიული შოკის სურათი.
იმ პერიოდში, როდესაც პირკემ ალერგიის ცნება შემოიღო, ეს პათოლოგია გარკვეულ იშვიათობას წარმოადგენდა. 21-ე საუკუნეში კი სხვადასხვა ალერგიულ დაავადებათა გავრცელებამ მოსახლეობის მთლიან პოპულაციაში 30%-ს გადააჭარბა. ალერგიული დაავადებები განსაკუთრებით გავრცელებულია ეკონომიკურად და კულტურულად დაწინაურებულ ქვეყნებში, რეგიონებსა და ოჯახებშიც კი.
ალერგიულ დაავადებათა განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას. ეს მდგომარეობა უპირატესად ვლინდება 20 წლამდე ასაკში, თუმცა იგი შეიძლება სიცოცხლის ნებისმიერ პერიოდშიც გამოვლინდეს. ალერგიული დაავაედბების განვითარების საფუძველი ადამიანის იმუნური სისტემის არასწორი ფუნქციონირებაა, მაგრამ ეს არ არის იმუნოდეფიციტი ამ ტერმინის კლასიკური გაგებით. ეს არის გაუკუღმართებული იმუნური რეაქცია - გაძლიერებული იმუნური რეაქცია ზოგიერთ ორგანულ ან არაორგანულ ნივთიერებაზე, ე.წ. ”ალერგენზე”.
ხშირად, ალერიული პროცესის განვითარების მატერიალური საფუძველი არის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ცილა - Iგ (იმუნოგლობულინი). ეს ფაქტორი დაფიქსირებულია სპეციფიური უჯრედების - მასტოციტების ზედაპირზე. მასტოციტები განლაგებულია ლორწოვან გარსებსა და კანქვეშ. ის ძალიან მდიდარია ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, როგორიცაა მაგალითად ჰისტამინი.
როცა ორგანიზმში შეიჭრება ისეთი ნივთიერება, რომლის მიმართ ორგანიზმს გაძლიერებული მგრძნობელობა გააჩნია, ეს ნივთიერება უერთდება მასტოციტებზე დაფიქსირებულ Iგ-ს, რაც მასტოციტების დაშლას და ქსოვილებში აქტიური ნივთიერებების გადასვლას იწვევს. ამის შედეგად ძლიერდება ბრონქების სპაზმი და კანსა და ლორწოვან გასრებზე ვითარდება ანთებითი რეაქცია.
იმის მიხედვით, თუ რომელ სისტემას, ორგანოსა თუ ქსოვილში განვითარდა ასეთი პროცესი, შეიძლება გამოვლინდეს:
ბოლო 20 წლის განმავლობაში ალერგიულ დაავადებათა გავრცელებამ თითქმის 50-70%-ით მოიმატა. ალერგიულ დაავადებათა მატება უფრო შესამჩნევია ქალაქში მცხოვრებ პირებში და ნაკლებად - სოფლებში, ფერმებში მცხოვრებ ოჯახებში. ამ მოვლენის მიზეზთა დეტალური ახსნა რთულია. მაგარამ ის კი აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეკონომიკურად დაწინაურებულ გარმოში ალერგიის მატების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზეზად მეცნიერებს ბავშვის სიცოცხლის პირველი 18 თვის განმავლობაში ანტიბიოტიკების გამოყენება მიაჩნიათ. ამასთან, რაც უფორ ფართე სპექტრისაა ანტიბიოტიკი და რაც უფრო ძლიერია იგი, ანუ რაც უფრო მაღალფასიანია, მით უფორ მეტად უწყობს ხელს ბავშვის ალერგიზაციას - ანუ ატოპიური ფენოტიპის ჩამოყალიბებას. თუ სიცოცხლის ამ პერიოდში იმუნური სისტემის გადაწყობა მოხდა იმგვარად, რომ ჩამოყალიბდა ალერგიული განწყობა, ეს მდგომარეობა მყარად რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. ასევე გამოირკვა, რომ ალერგიული განწყობის განვითარებას ხელს უშლის დედის ძუძუთი ხანგრძლივი (2 წლამდე) კვება და ამავე ასაკში ნიადაგთან და ცხოელებთან (უფრო მეტად მსხვილფეხა რქიანი პირუტყვი) სიახლოვე. ნიადაგში არიან ბაქტერიები, ხოლო ცხოველების ქერტლში ცილები, რომლებიც იმუნურ სისტემას არაალერგიული მიმართულებით ავითარებენ.
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ალერგიის განვითარების პრევენციის საშუალებად მიჩნეულია:
ალერგიული დაავადებების გამოვლენის ან მასზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია და მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდის გეგმის შედგენა. ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტიკა, მაგალითად ხველა, რომელიც 3-4 კვირაზე დიდხანს გრძელდება, ძალიან ხშირად, ასთმის მსუბუქი ფორმის გამოვლინებაა და არც თუ იშვიათია, რომ პაციენტს უკეთდება ბრონქიტის დიაგნოზი და უტარება ანტიბიოტიკოთერაპია, რაც საბოლოოდ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. უფრო მეტიც, თუ პაციენტს ბოლო 5 წლის განმავლობაში ორ ან მეტჯერ დაესვა ბრონქიტის დიაგნოზი, დაახლოებით 60%-ში მოსალოდნელია, რომ საქმე გვაქვს მსუბუქად მიმდინარე ასთმასთან. არა მხოლოდ სუნთვის გაძნელება და ხმაურიანი სუნთქვა, არამედ ხშირი და გახანგრძლივებული (10 დღეზე მეტი) “გაციებაც” ასტმის შესაძლო არსებობის მაჩვენებელია. ასეთ შემთხვევაში ხშირად დიაგნოზი არ კეთდება სწორად, რის გამოც პაციენტს წლების განმავლობაში შეიძლება აღენიშნებოდეს არადიაგნოსტიკური ასთმა, რაც საბოლოოდ მძიმე ფორმის დაავადების ჩამოყალიბებით მთავრდება. ადრე და სწორად დაწყებული მკურნალობა კი მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს დადებით შედეგს.
მოგვწერეთ თქვენი დამატებითი კითხვები და ჩაეწერეთ ჩვენს ალერგოლოგთან საჭიროების შემთხვევაში.