1988 წელს კინოეკრანებზე ბარი ლევინსონის ფილმი - “წვიმის კაცი” გამოვიდა, სადაც დასტინ ჰოფმანი ასრულებდა აუტისტისტური ახალგაზრდა კაცის როლს. მაშინ ამ დაავადების შესახებ, ძირითადად, მხოლოდ დარგის სპეციალისტებმა თუ იცოდნენ.
დღეისათვის აუტიზმის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის ბევრი რამ გახდა ცნობილი:
აუტიზმი ნევრული სისტემის განვითარების დარღთვევით მიმდინარე ქრონიკული დაავადებაა. ამ პათოლოგიის მქონე ადამიანებისათვის დამახასიათებელია 3 სახის პრობლემა:
აუცილებლად უნდა მიმართოთ პედიატრს, აუხსნათ თქვენი ბავშვის სიმპტომები და მოითხოვოთ ფსიქოლოგის კონსულტაცია, თუ ხედავთ, რომ:
აუტიზმი ქრონიკული პათოლოგიაა და მისი განკურნება შეუძლებელია. თუმცა, არსებობს აუტიზმის სხვადასხვა ფორმა და, ზოგ შემთხვევაში, აუტიზმით დაავადებული პირი მეტ-ნაკლებად ახერხებს გარემოსთან ადაპტაციასა და საზოგადოებაში თავისი ადგილის პოვნას. მაშინაც კი, თუ ეს ვერ ხერხდება, მუდმივი დახმარებით მაინც შესაძლებელია გარკვეულ შედეგებზე გასვლა. მეტიც, ზოგ შემთხვევაში აუტიზმით დაავადებულ პირს, შეიძლება რაიმე ერთი საგნის, ერთი მიმართულებისადმი, განსაკუთრებული მიდრეკილება და ნიჭიც აღმოაჩნდეს.
გაითვალისწინეთ:
ის, თუ როგორ მოახერხებს აუტისტიზმის მქონე პიროვნება გარემოსთან ადაპტაციას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დროულ დიაგნოსტიკასა და შესაბამის ჩარევაზე.