გაზაფხული ნელ-ნელა იწურება, მზე მეტად აცხუნებს, გვახარებენ მისი სხივები და სითბო. თუმცა, ასთმით დაავადებულებს ეს ნაკლებად სიამოვნებთ: ამ სეზონზე დაავადების რამდენიმე სახეობა მწვავდება.
ბრონქული ასთმა მსოფლიო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ბრონქული ასთმა ავადობის მიხედვით მე-4 ადგილს იკავებს მსოფლიოში და დაახლოებით 1 მილიარდზე მეტი ადამიანია დაავადებული, შეინიშნება ზრდის ტენდენციებიც.
ბრონქული ასთმა არის ბრონქების ლორწოვანი გარსის ქრონიკული დაავადება, რომელიც შექცევადი (დროებითი) ბრონქოსპაზმით და ამ დროს განვითარებული სუნთქვის უკმარისობით, ამოსუნთქვის გაძნელებით, ექსპირატორული (ამოსუნთქვითი) ხმიანობის ქოშინით და ხველით მიმდინარეობს. ბრონქოსპაზმი შეიძლება მოიხსნას მედიკამენტოზური ჩარევით ან სპონტანურად.
ბრონქული ასთმა სხვადასხვა სიმძიმით გამოხატული ნიშნებით მიმდინარეობს - დაწყებული პერიოდული ხველით და “ხშირი გაციებით” - დამთავრებული უმძიმესი სულისხუთვით. ზოგ შემთხვევაში ეს დაავადება იმდენად მსუბუქად მიმდინარეობს, რომ პაციენტი ვერც კი გრძნობს მის არსებობას მრავალი წლის განმავლობაში.
ბრონქული ასთმის შეტევის ტიპიური სურათი იმდენად სპეციფიკურია, რომ ამ დაავადების დიაგნოზის დასმა გამოუცდელ ექიმსაც არ გაუჭირდება, თუმცა მსუბუქად და ატიპიურად მიმდინარე ბრონქული ასთმის დროს, არ არის იშვიათი დიაგნოსტიკური შეცდომები და ასთმის ნაცვლად, ხშირად ისმება გაციების, ბრონქიტის ან ფილტვების ანთების დიაგნოზი და მკურნალობა უშედეგოა.
შემდეგი კლინიკური ნიშნების გამოვლინების შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ადამიანს აქვს ასთმა და საჭიროებს გამოკვლევებს:
ზემოთ აღწერილი სიმპტომები (ნაწილი მაინც) მწვავდება მხოლოდ გარკვეულ სეზონზე ან გარკვეულ ფაქტორებთან ურთიერთობისას, მაგალითად: ძაღლთან, კატასტან, ქიმიურ ნივთიერებებთან და სხვა.
ბრონქული ასთმის საბოლოო დიაგნოზისთვის, გარდა ანამნეზური და კლინიკური მონაცემებისა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთ კვლევებს, როგორიცაა:
ჩვენს კლინიკაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ზუსტი დიაგნოზი დაისვას. მოგვმართეთ დროულად გართულებების თავიდან ასაცილებლად.