ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ზომიერი ცხელებითა და კანსა და ლორწოვან გარსებზე წვრილი ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით.
ინფექციის წყაროს წარმოადგენს ჩუტყვავილით დაავადებული ადამიანი. დაავადება გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით. დაინფიცირების შემთხვავეში, ინფექციის განვითარების შანსი 90%-ს აღწევს. ვირუსი ორგანიზმში იჭრება ზემო სასუნთქი ლორწოვანი გზებიდან, სადაც მრავლდება და ლიმფური გზით გადადის კანში, ლორწოვან გარსზე, შინაგან ორგანოებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
დაავადების ნიშანია კანსა და ლორწოვანზე წარმოქმნილი ბუშტუკოვანი გამონაყარი. მძიმე მიმდინარეობისას კი ადგილი აქვს შინაგანი ორგანოების დაზიანებასაც: გამონაყარი და წყლულები წარმოიქმნება კუჭნაწლავის ტრაქტში, ტრაქეაზე, სასუნთქ და საშარდე ორგამოებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
დაავადება განსაკუთრებით ვრცელდება ბავშვებში (ბაღი, სკოლა) შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.
ვინ ავადდება?
ძირითადად, ავადდებიან 10 წლამდე ასაკის ბავშვები. დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის გამო, ეს ნაკლებად ემართებათ 4 თვემდე ასაკის ახალშობილებს. გადატანილი ინფექცია ტოვებს მყარ იმუნიტეტს, განმეორებით დაავადების ალბათობა არ აღემატება 2-3%-ს.
კლინიკური პერიოდი
დაინფიცირებიდან დაავადების კლინიკური გამოვლენის პერიოდი 10-21 დღეს შეადგენს. 1-2 დღე დაავადებულს შეიძლება აღენიშნოს სისუსტე, უხასიათობა, თავის ტკივილი, შემდეგ ჩნდება გამონაყარი, რომელიც გარდაიქნმება გამჭვირვალე, სითხის შემცველ ბუშტუკად. ამის შიგთავსი პირველივე დღეებში ხდება მღვრიე, ადვილად სკდება და იფარება ფუფზით.
თუ ჩუტყვავილა მძიმედ მიმდინარეობს, შეიძლება მოხდეს კვების დარღვევა და იმუნოდეპიციტის არსებობის შემთხვევაში, ჩუტყვავილა მიმდინარეობს მძიმედ, სხვადასხვა ორგანოებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებით.
პროფილაქტიკა
ჩუტყვავილას პროფილაქტიკისთვის არსებობს 2 გზა:
მკურნალობა
ჩუტყვავილა, სავარაუდოდ, თითოეულ ჩვენთაგანს აქვს გადატანილი. ის, როგორც წესი, არ წარმოადგენს, საშიშ დაავადებას, თუმცა, როგორც გამონაკლისი, ჩუტყვავილამ შესაძლოა ადამიანის სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე. ამის გათვალისწინებით, დაავადების პრევენციის თვალსაზრისთ, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.