ანტიბიოტიკები გვეხმარებიან ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლაში, მაგრამ მათმა ხშირმა გამოყენებამ დანიშნულების გარეშე შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
ანტიბიოტიკის ხშირი ან არასწორი გამოყენების გამო ბაქტერია ხდება მდგრადი ამ საშუალების წინააღმდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი ამ ბაქტერიას ვეღარ ერევა. ბაქტერია კი მრავლდება, მოაქვს ზიანი ორგანიზმისთვის და დაავადების განკურნებაც პრობლემური ხდება.
უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკი უმკლავდება მხოლოდ ბაქტერიულ და არა ვირუსულ დაავადებებს. მაგალითად, ყელის ტკივილისას ანტიბიოტიკი ზოგ შემთხვევაში სწორი გამოსავალია, მაგრამ არა ყოველთვის. ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა დაავადება ბაქტერიული. ამის დადგენა კი მხოლოდ ექიმს შეუძლია.
დაავადებები, რომლების დროსაც არ უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკი:
იმისათვის, რომ ბაქტერიული დაავადებების განკურნება არ გახდეს პრობლემური, ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს თვითნებურად. მიმართეთ ექიმს, რათა მან დაგინიშნოთ სწორი მკურნალობა.