გლაუკომა

Medical House იან 13,2025

თვალშიგა წნევის მომატების შედეგად მხედველობის ნერვის დაზიანების გამო გლაუკომა მხედველობის სიბრმავის მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა მსოფლიოში.

გლაუკომის რისკ-ფაქტორებია:

  • ოჯახური ისტორია;
  • ასაკი >45 წ.;
  • ქრონიკული დაავადებები -დიაბეტი, მარტერიული ჰიპერტენზია;
  • მაღალი ხარისხის ახლომხედველობა და თვალის ზოგიერთი ანატომიური თავისებურება;
  • თხელი რქოვანა;
  • თვალის ანთებითი დაავადებები;
  • ზოგიერთი წამალი.


გლაუკომის მართვა შესაძლებელია.

  • მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
  • დაიცავით წამლის მიღების რეჟიმი;
  • გლაუკომის სამართავად შეიძლება დაგჭირდეთ სხვადასხვა თვალის წვეთების გამოყენება გარკვეული გრაფიკით;
  • შეხსენებისთვის დააყენეთ მაღვიძარები და შეტყობინებები მობილურ ტელეფონზე, საათზე ან კომპიუტერზე;
  • აუცილებლად აცნობეთ ექიმს მედიკამენტებთან და დოზებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ;
  • მოერიდეთ დაცემას და უბედურ შემთხვევებს:
  • ზოგიერთ პაციენტში გლაუკომამ შეიძლება გაზარდოს დაცემის და უბედური შემთხვევების რისკი გვერდითი მხედველობის დაკარგვის გამო;
  • მხედველობისველის სრულად დასაფარად ყურადღებით დაათვალიერეთ გარემო თავის მოძრაობით მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვემოდან;
  • დაგეხმარებათ თქვენს სახლში კარების,კარადების, თაროების და მაგიდის კიდეების მკვეთრი ფერით მონიშნვა;
  • დაალაგეთ ხშირად გამოყენებადი ჭურჭელი და ტექნიკა ხელმისაწვდომ ადგილებში;
  • დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი
  • კვირაში რამდენჯერმე ვარჯიშს შეუძლია გააუმჯობესოს როგორც თვალის, ასევე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობა.
  • ვარჯიშის თაობაზე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან;
  • თავიდან აიცილეთ სიმძიმეების აწევა და ისეთი პოზიციები, რომლებიც საჭიროებსთავის დახრას გულის დონეზე ქვემოთ;
  • ნუ შეწვეტთ კითხვას
  • დაქვეითებული მხედველობა აძნელებს კითხვის პროცესს, მაგრამ შეგიძლიათ ისარგებლოთ მაგ., გამადიდებელი შუშით, ან გაზარდოთტექსტის ასოების ზომა ტელეფონში ან კომპიუტერში;
  • თხოვეთ მხარდაჭერა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს დამხმარე საშუალებების, წამლების დროულად მიღების და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის;
  • რაც მთავარია, იყავით კონტაქტში ექიმთან.
  • დროული დიაგნოსტირების და სწორი მართვის შემთხვევაში პაციენტთა დიდ უმრავლესობაში ხერხდება მხედველობისდა ფუნქციური დამოუკიდებლობის შენარჩუნება.