ცნობილია, რომ გრიპი ამძაფრებს ქრონიკულ დაავადებებს. კანადაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ გრიპი ზრდის გულის შეტევის რისკს ასაკოვან ადამიანებში.
მკვლევარებმა შეამოწმეს ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ინფექციების 20,000 შემთხვევა 2009 წლიდან 2014 წლამდე და გამოვლინდა 332 პაციენტი, რომელიც გულის შეტევით საავადმყოფოში გრიპის დიაგნოზიდან ერთი წლის განმავლობაში მოხვდა. აქედან 20 პაციენტს გულის შეტევა ვირუსით დაავადებიდან 7 დღის განმავლობაში ჰქონდა, ხოლო მათგან 75% იყო 65 წლის და მეტის. პაციენტების დაახლოებით მესამედი გარდაიცვალა. მკვლევარი ექიმის თქმით, გარდაცვლილთაგან 31%-ს არ ჰქონდა ჩატარებული გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია.
ამ კვლევიდან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციაა ასაკოვანი ადამიანებისათვის და მათთვისაც, ვისაც ჯანმრთელობის მდგმარეობა სუსტი აქვთ, დაიცვან თავი იმუნიზაციით. ეს აუცილებელია თქვენი ოჯახის როგორც პატარა, ასევე უფროსი წევრებისთვისაც, რათა დაიცვათ ისინი არა მხოლოდ გრიპისგან, არამედ გულის შეტევის რისკისგანაც.
ზოგადად, გრიპით ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ხანდაზმულებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამიტომაა საჭირო პროფილაქტიკური ვაქცინაცია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით მითითებულ წყაროს.
გაქვთ დამატებითი შეკითხვები?