გაზაფხულზე ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად ბევრი დაავადება იღვიძებს, მათ შორისაა არტერიული ჰიპერტენზიაც.
არტერიულ ჰიპერტენზიას, თვისებებიდან გამომდინარე თამამად შეიძლება “ჩუმი მკვლელი” ვუწოდოთ, რადგან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სანამ სამიზნე ორგანოებს არ დააზიანებს არ ვლინდება. ასევე, დადგენილია, რომ ჰიპერტონული დაავადება, ძალიან ხშირად იწყება ბავშვობის ასაკში და მისი ძირიტადი რისკ-ფაქტორი არის გენეტიკური განწყობა. ამიტომ, თუ ბავშვი ჭარბწონიანია და მის მშობლებს (რომელიმეს) აღენიშნება სიმსუქნე ან ჰიპერტონული დაავადება - საჭიროა არტერიული წნევის შემოწმება და კონტროლი, მნიშვნელოვანია წონის კორექციაც.
ჰიპერტენზია არის დაავადება, რომლის დროსაც მომატებულია სისხლის წნევა. მას საწყის სტადიაზე არ ახასიათებს სპეციფიკური ჩივილები და შეიძლება წნევის შემთხვევითი გასინჯვის შედეგად გამოვლინდეს.
არტერიული ჰიპერტენზია გულის, თავის ტვინის და თირკმელების სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრესი რისკ-ფაქტორია, რომელიც ორივე სქესის წარმომადგენლებში სხვადასხვა ასაკში ვლინდება.
როდესაც წნევა ხშირად მატულობს და მაღალ ციფრებს აღწევს, ადამიანს უვითარდება თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, გულის ფრიალი ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ტკივილი გულის არეში, ზოგჯერ, სისხლდენა ცხვირიდან, პულსაციის შეგრძნება კეფის მიდამოში და კანის სიწითლე.
არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: გენეტიკური განწყობა, ჭარბწონიანობა, ფიზიკური აქტივობების შეზღუდვა, თამბაქოს მოწევა, სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.
პროფილაქტიკისთვის საჭიროა:
დაავადების პირველ ეტაპზე პროფილაქტიკური ღონისძიებები დაგეხმარებათ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში. თუ აღნიშნული ფაქტორების დაცვა და განხორციელება უშედეგოა, არტერიული წნევის ციფრების დასარეგულირებლად საჭიროა დაიწყოს მედიკამენტური მკურნალობა.
ჩვენს კლინიკაში არის ყველა პირობა ჰიპერტენზიის ზუსტი მიზეზის დასადგენად და შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად. მოგვმართეთ დროულად, რათა თავიდან აირიდოთ უსიამოვნო შედეგები.