ე.წ. “ცივილიზაციის დაავადებათა” რიგს მიეკუთვნება ნევროზული ანორექსია და ბულიმია.
ანორექსია არის უკიდურესი უმადობა. ამ დროს ადამიანები, პრაქტიკულად, შიმშილობენ.
ბულემია არის საკვების მიღების დაუძლეველი სურვილი, რომლის დროსაც ადამიანი იღებს დიდი რაოდენობით საკვებს.
ბოლო 20 წლის განმანვლობაში, განვითარებულ ქვეყნებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ნევროზული ანორექსიისა და ბულემიის შემთხვევები. ა.შ.შ.-ში, 100 ოჯახიდან, 16 – 18 წლის ასაკის ერთ ბავშვს, ნევროზული ანორექსია ან ბულემია აღენიშნება. დაავადების გამოვლენის რისკი იზრდება 14 – 18 წლის ასაკში. შემთხვევათა 25%, მოდის 13 წლის ასაკამდე ბავშვებზე. შეფარდება დაავადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის არის 1 : 10-თან. უფრო ხშირად ავადდებიან საშუალო და მაღალი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის ოჯახების წევრები.
დიაგნოზი: “ანორექსია ნევროზის” დიაგნოზი ითვალისწინებს შემდეგი კრიტერიუმების არსებობას:
• გასუქების ინტენსიური შიში, რომელიც არ მცირდება წონის პროგრესული კლების პირობებშიც კი.
• მუდმივად ამოწმებენ, არა მხოლოდ მთლიანი სხეულის წონასა და ფორმას, არამედ სხეულის სხვადასხვა ნაწილსაც კი და ეჩვენებათ, რომ ესა თუ ის ნაწილი “მსუქანია”.
• უარს ამბობენ შეინარჩუნონ მინიმალური ასაკობრივი ნორმის სხეულის წონა.
• ქალებში ვითარდება ამენორეა (წყდება მენსტრუალური ციკლის, მინიმუმ, ზედიზედ, სამი პერიოდი).
• სხეულის მასის (წონის) პროგრესული შემცირება.
ნევროზული ანორექსიის მქონე პირებში გამოჰყოფენ 2 ჯგუფს:
1. ე.წ. “რესტრიქტორები” – ანუ პირები, რომლებიც ზღუდავენ საკვების მიღებას
2. ნევროზული ბულემიიის მქონე პირები, რომლებიც საკვებს იღებენ დიდი რაოდენობით და შემდეგ ხელოვნურად იწვევენ ღებინებას.
ამ ჯგუფში შემავალ პირებს, ხელის თითებზე, ხშირად აღენიშნებათ ექსკორიაციები (დაზიანებები), რაც ღებინების აქტის ხელოვნურად გამოწვევის პროცესში ვითარდება და მისი არსებობა, დიაგნოზის დამადასტურებელი ერთ-ერთი ნიშანია.
გამომწვევი მიზეზები და ფსიქოდინამიკა. ნევროზული ანორექსია, უმეტეს შემთ-ხვევაში, იწყება ჩვეულებრივი უწყინარი დიეტით, რომელსაც ხშირად მიმართავენ ახალგაზრდა ქალები. თუცა, ზოგჯერ, ნელ-ნელა პროგრესირებს და ყალიბდება ნევროზული ანორექსია, როდესაც საკვებზე უარის თქმის მიზეზი და გასუქების შიში, სრულიად უსაფუძვლოა და ყოველგვარ საღ აზრსაა მოკლებული. ამ მდგომარეობის განვითარების ხელშემწყობი მიზეზი, რა თქმა უნდა, პიროვნების ფსიქიკის თავისებურებაა და უპირატესად იმ ფსიქოტიპის ადა-მიანებში ვითარდება, რომლებიც, ზოგადად, მიდრეკილნი არიან “რაიმეზე და-მოკიდებულების” მიმართ. ასევე, “განვითარების შეფერხების” მქონე და თვითიზოლაციისადმი მიდრეკილ ადამიანებში.
კლინიკური გამოვლინება. ნევროზული ანორექსია და ნევროზული ბულემია ასოცირებულია სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის სერიოზულ დაზიანებასთან, რაც შეიძლება იყოს პირველადი ან გამოწვეული - საკვების დეფიციტით. ფატალური გამოსავალი (სიკვდილი) ვითარდება დაახლოებით 10% შემთხვევაში და მისი მიზეზი ელექტროლიტების მძიმე დეფიციტი, კარდიალური არითმია და გულის სხვა დაზიანებაა. ჩვეულებრივი მოვლენაა ბრადიაკარდია (გულის მუშაობის შენელება) და ჰიპოტონია (არტერიული წნევის დაქვეითება). ხშირია ძილის გარღვევა. ირღვევა თერმორეგულაცია და სხეულის ტემპერატურა ეცემა 35 გრადუსამდე. ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო, მეტ-ნაკლებად ზიანდება ყველა ორგანო და ყველა სასიცოცხლო ფუნქცია.Eიმუნიტეტის ფუნქციის დარღვევის გამო, ხშირია სხვადასხვა სახის ინფექციური პროცესები. აღინიშნება კანის სიმშრალე, სიფერმკრთალე, თმების ცვენა და მტვრევადობა. ხშირია ანემია.
მკურნალობის ძირითადი მეთოდი ფსიქოთერაპიაა. ამასთან, ფსიქოთერაპია უნდა გაიაროს არა მხოლოდ პაციენტმა, არამედ ოჯახის წევრებმაც. მედიკამენტური საშუალებებიდან, პირველ რიგში, გამოიყენება ანტიდეპრესანტები, რომლებიც დეპრესიის ხარისხს ამცირებენ.