ახალ წელს ხშირია ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება, რის გამოც მეორე დღეს ვითარდება ნაბახუსევი. დამახასიათებელია თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, ადვილად გაღიზიანებადობა, დაღლილობა, ძილიანობა.
რეკომენდებულია:
- მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, ხილის წვენი, გაზგასული მინერალური სითხე, რადგან ალკოჰოლს გააჩნია შადმდენი ეფექტი და იწვევს პირის სიმშრალეს.ამ დროს აუცილებელია ორგანიზმში სითხის ბალანსის აღდგენა.
- მიირთვით B ვიტამინით მდიდარი საკვები (ქათმის ხორცი, რძე, ხაჭო, ისპანახი, ბანანი, კაკალი,თხილი), რომელიც დაგეხმარებათ მდგომარეობიდან ადვილად გამოსვლაში
- რეკომენდებულია დილით კარგად გამოიძინოთ, საწოლთან იქონიეთ წყლით სასვე ჭიქა
- ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ყველა ორგანოში. უმჯობესდება ღვიძლის და თირკმელების ფუნქცია, რაც ხელს უწყობს დეტოქსიკაციას
- ნაბახუსევზე არ მიიღოთ არაყი ან ლუდი