ოჯახის ექიმის მნიშვნელობა

Medical House ნოე 20,2018

საოჯახო მედიცინის აღწერის საუკეთესო გზაა ოჯახის ექიმის საქმიანობის განსაზღვრა.

ოჯახის ექიმი პაციენტისათვის პირველი კონტაქტია სამედიცინო სფეროსთან. მან უნდა აკონტროლოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა - დაუნიშნოს სწორი მკურნალობა, გამოკვლევისთვის საჭირო პროცედურები და ა.შ.


ოჯახის ექიმს შეუძლია მართოს ნებისმიერი სქესისა და ასაკის პირის სამედიცინო პრობლემები. პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან საკონსულტაციოდ და სამკურნალოდ გაგზავნის დროსაც კი, ოჯახის ექიმი ატარებს საწყის შეფასებას და პასუხისმგებელია სამედიცინო მომსახურების პროცესის კოორდინაციაზე.

ოჯახის ექიმი პაციენტს არა მარტო დაავადების განკურნებაში, არამედ მათ პრევენციაშიც ეხმარება, რადგანაც ექიმი ფლობს ცოდნას ოჯახის გენეტიკური, ასაკობრივი თუ სეზონური ავადმყოფობებისა და მათი თავიდან აცილების საშუალებების შესახებ.

კლინიკა “მედიქალ ჰაუსის" ოჯახის ექიმის სამსახური უზრუნველყოფს ყველა ასაკის პირებისთვის ღია და დროით შეუზღუდავ ხელმისაწვდომობას პირველადი ჯანდაცვის სფეროში.


ჯანმრთელობის პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ჩვენი პაციენტები იღებენ მაღალკვალიფიციურ, ხარჯთეფექტურ, სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას.

ოჯახის ექიმი:

  • ერთდროულად მართავს პაციენტის როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ პრობლემებს;
  • ზრუნავს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მართვაზე;
  • ახორციელებს სამედიცინო მომსახურების კოორდინირებას ვიწრო სპეციალობებთან და ჰოსპიტალურ სექტორთან;
  • ზრუნავს პაციენტის განათლებაზე სამედიცინო სფეროში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და დაავადებათა რისკ-ფაქტორების პრევენცია/შემცირებაზე.

ჩვენი ექიმები თქვენი ოჯახის თითოეული წევრის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.


მოგვმართეთ!