ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) არის სასუნთქი გზების (ბრონქების), შეუქცევადი ან ნაწილობრივ შექცევადი ობსტრუქციის (სპაზმი. შევიწროება) შედეგად განვითარებული მდგომარეობა, რაც გამოწვეულია სასუნთქი სისიტემის პასუხით, მასში მოხვედრილი ტოქსიური ნივღიერებების მიმართ. მიაჩნიათ, რომ ამ დაავადების ძირითადი გამომნწვევი არის სიგარეტის ბოლში არსებული ტოქსიური ნივთიერებები. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ტოქსიური საწარმოო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებასაც.
როდესაც ვლაპარაკობთ ბრონქების ობსტრუქციის (შევიწროების) ნაწილობრივ შექცევადობაზე, იგულისხმება ის ფაქტი, რომ განსხვავებით ასთმისაგან, რომლის განვითარების ძირითადი მექანიზმი ასევე ბრონქების ობსტრუქციაა, აღნიშნული ობსტრუქცია მკურნალიბის შემდეგ ან მის გარეშე იხსნება და ბრონქი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ფიტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს, კი ბრონქი ან საერთოდ აღარ ფართოვდება, ან, დაავადების დასაწყის სტადიაზე მაინც, ფართოვდება ნაწილობრივ და მისი გაფართოების მაჩვენებელი შესაბამისი მედიკამენტის გამოყენების შემთხვევაში ვერ აღწევს 12%-ს. მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი, ასთმის დროს 12 % - 15%-ია.
დაავადების პროგნოზი მძიმეა და გამოვლენიდან 10 წლის შემდეგ, პაციენტთა 50% იღუპება.
უპირატესად ავადდებიან 40 – 50 წელს გადაცილებული მწველი მამაკაცები. თუმცა, ბოლო ხანებში აღნიშნავენ ქალების დაავადების ზრდას. განსაკუთრებული რისკ ფაქტორია > 20 ღერზე სიგარეტის მოხმარება ყოველდღიურად, 20 წლის განმავლობაში.
2000 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღრიცხული იყო 20 მილიონამდე ადამიანი ფქოდ-ის დიაგნოზით. ამიტომ, აქ, სიკვდილობის სტატისტიკაში ფქოდ-ი მე-4 ადგილს იკავებს.
დაავადების სადიაგნოსტიკო სიმპტომების მშრალი ხველა, ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა (ვიზინგი) ამოსუნთქვის ფაზაში და ადვილად დაღლა. ეს სიმპტომები სტაბილურია და მძიმდება დროთა განმავლობაში. სიმპტომები ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს და სასუნთქი სისტემის ინფექციების თანდართვის შემთხვევაში.
პაციენტებში, რომლებიც სიგარეტის წევას არ ანებებენ თავს, მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებს.
დაავადების სადიაგნოსტიკოდ, გარდა ანამნეზისა (სიგარეტის ჭარბი და ხანგრძლივი მოხმარება) და აღნიშნული კლინიკური მონაცემებისა, გადამწყვეტია სპიროგრაფიული კვლევა.
აღსანიშნავია, რომ დაავადებისათვის დამახასიათებელი სპიროგრაფიული მონაცემები, მაშინაც კი შეიძლება გამოხატული იყოს, როდესაც სიმპტომები მინიმალურადაა გამოხატული და დაავადებაზე ეჭვის მიტანაც კი გაძნელებულია.
ამის გამო, პროფილაქტიკური სპიროგრაფიული კვლევა რეკომენდირებულია იმ შემთხვევეაში, თუ ადამიანი > 40 წელზე, ჭარბად მოიხმარს სიგარეტს და აღენიშნება გახანგრძლივებული მშრალი ხველა ან ადვილად დაღლის მინიმალური ნიშნები.
დიაგნოზის დასმის, ან თუნდაც ეჭვის მიტანის შემთხვეევაში, კატეგორიულად აუცილებელია სიგარეტზე უარის თქმა.
ძირითადი სამკურნალო საშუალებები წარმოდგენილია გახანგრძლივებული მოქმედების ბრონქოდილატატორებით (ბრონქების გამაფართოებელი საშუალე-ბები) და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით.
დროული და სწორი დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა, რომელიც აუცილებლად სპეციალისტის მიერ უნდა იყოს შერჩეული, აუმჯობესებს მდგომარეობას, აღადგენს შრომის უნარსა და სიცოცხლის ხარისხს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
ჩვენს კლინიკაში არის ყველა საშუელება ფქოდ-ის სწორი და დროული დიაგნოსტიკისათვის
თუ თქვენ უკვე გადასცილდით 40 წლის ასაკს, ეწევით უკვე დიდი ხანია და ეწევით > 20 სიგარეტს დღეში, თუ ამჩნევთ, რომ ადვილად იღლებით, გულმკერდის არეში გრძნობთ მოჭერის შეგრძნებას, გრძნობთ ხმაურს სუნთქვის დროს და ამოსუნთქვის თუნდაც უმნიშვნელო გაძნელებას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და მოითხოვეთ სპიროგრაფიის ჩატარება.
ეს საშუალებას მოგცემთ დადგინდეს ან გამოირიცხოს ისეთი საშიში დაავადების დიაგნოზი, როგორიც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებაა. ხოლო დაავადების დადასტურების შემთხვევაში დაიწყებთ დროულ მკურნალიობას, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას.