პოდაგრა - ნიკრისის ქარი
შარდმჟავის ცვლის დარღვევით გამოწვეული სახსრების დაავადებაა, რომლის გამწვავებას ახასიათებს ძლიერი ტკივილი, სახსრის შეშუპება, გაწითლება, გაცხელება და შეხებისას მგრძნობელობა.
რისკ-ფაქტორებია: მამრობითი სქესი, სიმსუქნე, დიაბეტი, მაღალი წნევა, თირკმლის დაავადებები, ოჯახური ისტორია, ალკოჰოლი, ზოგიერთი წამალი (მაგ.,შარდმდენები და იმუნიტეტის დამაქვეითებელი);
ვინაიდან შარდმჟავა ჩვენს ორგანიზმში ზოგიერთი საკვებით მიღებული პურინების დაშლის შედეგად წარმოიქმნება და მისი სახსრებში ჩალაგება იწვევს ტკივილის შეტევას და სხვა სიმპტომებს, ამიტომ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია გარკვეული დიეტის დაცვა.
უნდა შეიზღუდოს:
შაქრიანი სასმელები და ტკბილეული: სტანდარტული სუფრის შაქარი ნახევრად ფრუქტოზაა (ხილის შაქარი), რომელიც იშლება შარდმჟავად. ნებისმიერმა საკვებმა ან სასმელმა მაღალი შაქრის შემცველობით შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრა.
შეფუთული საკვები პროდუქტები და დამუშავებული საჭმელები შეიძლება შეიცავდეს დიდი რაოდენობით ფრუქტოზას;
ალკოჰოლი: მიუხედავად იმისა, რომ ყველა ალკოჰოლური სასმელი არ არის მაღალი პურინების შემცველობით, ალკოჰოლი ხელს უშლის თქვენ თირკმელებს შარდმჟავას გამოდევნაში,
ხორცი და სუბპროდუქტები: ცხვრის, ღორის , იხვის, ხბოს და ძროხის წითელი ხორცი, ლორი, ღვიძლი, ტვინი და თირკმელები, ხორცის სოუსები,;
ზოგიერთი ზღვის პროდუქტი: ქაშაყი, მიდიები, თინუსი, კალმახი და სხვ.;
პარკოსნები: ბარდა. ლობიო, სოიო;
დიდი რაოდენობით მწვანილი: მჟაუნა, ისპანახი, წიწაკა, მდოგვი, პირშუშხა;
ყველი -ცხარე და მარილიანი.
ასევე აუცილებელია საკმაო რაოდენობით წყლის დალევა, წონის შემცირება და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში;