კატარაქტა ხასიათდება თვალის ბროლის დეგენერაციული პროცესით, რომელიც ძირითადად გვხვდება ასაკოვან პირებში, თუმცა შესაძლოა თანდაყოლილიც იყოს. კატარაქტა ვითარდება წლების განმავლობაში, პროგრესირებს ნელა.
კატარაქტის გამომწვევი რისკ-ფაქტორებია:
- თამბაქოს მოხმარება;
- თვალის ტრავმა;
- ალკოჰოლის ხშირი მიღება;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ხანგრძლივად სტეროიდული მედიკამენტების გამოყენება.
სიმპტომები: - მხედველობის დაქვეითება;
- მხედველობის ველში შავი წერტილების არსებობა;
- მხედველობის გაუარესება უპირატესად ღამის საათებში;
- მხედველობის გაორება დაავადებულ თვალში;
- მიოპიის განვითარება.
დიაგნოსტიკა: დეტალური ანამნეზის შეკრება, ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა მოიცავს დეგენერაციული ბროლის გამოცვლას ქირურგიული მეთოდით.