ძილი არის ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების აღდგენისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი პირობა. დღესდღეობით, ტექნოლოგიების განვითარებამ და სხვა მიზეზებმა, გამოიწვიეს, რომ ჩვენ მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ვართ და გვიჭირს ძილი. მისი დარღვევა კი იწვევს ცენტრალური ნერვულის სისტემის, თავის ტვინის პათოლოგიას, რაც ფსიქო-ემოციური და ინტელექტუალური პროცესების დარღვევით ვლინდება.
ძილის პროცესი (მშვიდი და საკმარისი დროის განმავლობაში) არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი შეფასებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილ ბავშვთა ასაკში, რადგან ძილის დარღვევა შეიძლება იყოს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესეს (დაავადებების) პირველი გამოვლინებ. ამიტომ პედიატრების პირველი შეკითხვა დედებთან სწორედ ბავშვის ძილს ეხება.
ძილის დარღვევა ვლინდება ძილის პერიოდის შემოკლებაში ან მის ავადმყოფურ გახანგრძლივებაში. ძილის დროის შემოკლებას ხშირად ერთვის გაძნელებული დაძინება, მოუსვენარი და ზერელე ძილი, კოშმარული სიზმრები, ნაადრევი გაღვიძება და გაღვიძებისას დაღლილობის გრძნობა.
ძილის ამერიკულმა ნაციონალურმა ფონდმა გამოიკვლია და დაადგინა ძილის საკმარისი რაოდენობა შემდეგნაირია:
ასაკი საათი
თქვენ რამდენი საათი გძინავთ დღე-ღამის განმავლობაში?