არტერიული წნევის სწორად გაზომვისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი წესების დაცვა:
☑️ წნევის გაზომვის წინ აუცილებელია 3-5 წუთი მშვიდად და კომფორტულად ჯდომა;
☑️ ოთახის ტემპერატურა თქვენთვის უნდა იყოს კომფორტული;
☑️ ყავის დალევიდან და თამბაქოს მოწევიდან ნახევარი საათი მაინც უნდა იყოს გასული;
☑️ სადილიდან და საუზმიდან საჭიროა გასული იყოს 2 საათი;
☑️ წნევის გაზომვის დროს არ ისაუბროთ, არ იმოძრაოთ, ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ;
☑️ წნევის პირველად გაზომვისას, აუცილებელია წნევის გაზომვა ორივე მხარზე.