შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული, მეტაბოლური (ნივთიერებათა ცვლის) დაავადება, რომლის ძირითადი მახასიათებელი სისხლში შაქრის რაოდენობის მატებაა.
არჩევენ შაქრიანი დიაბეტის ორ ფორმას:
პირველი ტიპის დიაბეტი - პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) B უჯრედები ვერ გამოიმუშავებენ ინსულინის საჭირო რაოდენობას. ამ დროს ადამიანი იძულებული ხდება შეცვალოს ცხოვრების წესი: დაიცვას დიეტა, მუდმივად აკონტროლოს სისხლში გლუკოზის დონე და მიიღოს ინსულინი.
საკვების მეშვეობით ორგანიზმში მოხვედრილი ნახშირწყლებისა და ცხიმების ნაწილი ფერმენტული გადამუშავების შემდეგ გლუკოზად (შაქრად) გარდაიქმნება. გლუკოზა მაშინვე ერთვება ნივთიერებათა ცვლის პროცესში. იმისათვის, რომ გლუკოზა ქსოვილებში გადავიდეს და გლიკოგენის სამარაგო სახით ჩალაგდეს, საჭიროა კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონი - ინსულინი. ინსულინის ნაკლებობის შემთხვევაში გლუკოზა არ გადადის ქსოვილებში და სისხლში იმატებს მისი კონცენტრაცია, რის შედეგადაც ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები: აღარ ხდება ნივთიერებების “ჟანგვა” (ფერმენტებად გარდაქმნა) და ორგანიზმში გროვდება “დაუჟანგავი” (ნივთიერებათა ცვლის შუალედური) პროდუქტები.
მეორე ტიპის დიაბეტი - ორგანოთა ქსოვილების რეცეპტორები (მგრძნობიარე სტრუქტურები, რომელთა საშუალებითაც ხდება ქსოვილზე ამ ჰორმონის ზემოქმედება) ვერ აღიქვამენ ინსულინს და ის ვერ შედის რეაქციაში. ამ დროს ინსულინის მიღება საჭირო არ არის.
იმისათვის, რომ ინსულინმა სრულად განახორციელოს თავისი ფუნქცია, საჭიროა, რომ ქსოვილებს ჰქონდეთ სპეციფიური რეცეპტორები ამ ნივთიერების შესაცნობად. თუ ასეთი რეცეპტორები არ შეიმჩნევა, ან გამოხატულია მათი ნაკლებობა/დაზიანება, ამ დროს, მიუხედავად იმისა, რომ კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინის საკმარის რაოდენობას გამოიმუშავებს, შაქრის შეთვისება მაინც ირღვევა. ეს კი იწვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესის და სხვადასხვა ორგანოს ფუნქციონირების დარღვევას.
დიაბეტი შეიძლება განვითარდეს
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი გართულებები:
შაქრიანი დიაბეტის კლინიკური გამოვლინებებია: სისხლის შესქელება; პირის სიმშრალე, ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით წყლის მიღება და გახშირებული შარდვა. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს გახასიათებთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, დაუყოვნებლივ მოგვმართეთ.