შარდის შეუკავებლობა შარდის ბუშტზე კონტროლის დაკარგვაა და თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, ქმნის გარკვეულ უხერხულობას, გავლენას ახდენს სოციალურ, ოჯახურ, სამუშაო, მატერიალურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ სფეროზე. გვხვდება ყველა ასაკში, ასაკთან ერთად მისი რისკი იზრდება.
რჩევები:
1. დაიცავით სითხის განრიგი. მიიღეთ საკმაო რაოდენობით სითხე გრაფიკით, იმისთვის, რომ შარდის ბუშტიც ივსებოდეს და იცლებოდეს გარკვეული სიხშირით; შეზღუდეთ სითხის მიღება საღამოს 6 საათის შემდეგ;
2. შეზღუდეთ შარდის ბუშტის გამაღიზიანებელი ფაქტორები: კოფეინი, ალკოჰოლი და ციტრუსები. თამბაქო ასევე ძალიან აღიზიანებს ბუშტის ლორწოვან გარსს, გარდა ამისა, ზრდის სარდის ბუშტის კიბოს რისკს;
3. გამოიმუშავეთ მოშარდვის განრიგი. ნორმაში შარდვის ნორმალური სიხშირეა დღეში ექვს-რვაჯერ. სცადეთ მოშარდვა მინიმუმ ორ-სამ საათში ერთხელ დღის განმავლობაში. მოშარდეთ სახლიდან გასვლამდე ან ძილის წინ;
4. გააკეთეთ მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშები. კუნთების გაძლიერებამ შეიძლება შეამციროს შარდის შეუკავებლობა 90%-ით;
5. მოიწესრიგეთ კუჭის მოქმედება. ყაბზობა (შეკრულობა) ზრდის წნევას მენჯსა და შარდის ბუშტში. მიირთვით ბოჭკოებით მდიდარი საკვები, დალიეთ საკმარისი რაოდენობით წყალი ;
6. აწარმოეთ შარდის ბუშტის დღიური. ჩაიწერეთ მიღებული სითხის რაოდენობა და ტუალეტის რეჟიმი სამი-შვიდი დღის განმავლობაში. აჩვენეთ დღიური ექიმს.
შეუკავებლობის მიზეზის დასადგენად და მართვისთვის მიმართეთ ექიმს.