სიმსუქნე არის მდგომარეობა, როდესაც სხეულში დიდი რაოდენობით ცხიმია დაგროვებული. მოცემული დაავადება უარყოფითად აისახება:
სიმსუქნის გავრცელება მატულობს, როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში. გარდა ამისა, იგი ამცირებს სიცოცხლის ხანგრხლივობას 6-7 წლით. მისი ყველაზე ხშირი მიზეზი არის დიდი რაოდენობით საკვების მიღება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და გენეტიკა.
მდგომარეობები, რომლის რისკებსაც სიმსუქნე ზრდის, არის შემდეგი:
მონაცემების მიხედვით, დღესდღეობით, მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ჭარბწონიანი ან მსუქანია. აშშ-ში კი ეს პრობლემა, მოსახლეობის 64%-ს აწუხებს. იგი უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია ან ენერგიის ჭარბი ოდენობის მიღებით, ან ნაკლები ოდენობით ხარჯვით. ან ორივეთი ერთად.
სიმსუქნის მკურნალობა და სხეულის ნორმალური წონის აღდგენა აუცილებელია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ჯანმრთელობის პრობლემათა რისკის შესამცირებლად.
სიმსუქნის ძირითადი მკურნალობა დიეტა და ფიზიკური აქტივობაა. ასევე გამოიყენება სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც უმეტესად, ან მადას თრგუნავენ, ან ცხიმების აბსორბაციას (შეწოვას) უშლიან ხელს. თუ დიეტა და მედიკამენტები არაეფექტურია, მაშინ მიმართავენ სიმსუქნის ქირურგიულ მკურნალობას, რომელიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან.
კონსულტაციისთვის მოგვმართეთ.