სინუსიტი, ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი შეიძლება გამოიხატოს, როგორც ზედა სასუნთქი გზების მრავალფეროვანი პათოლოგიით, ასევე მხოლოდ ხველით ან მიმდინარეობდეს სრულიად უსიმპტომოდ. სინუსიტს დროულად უნდა მიექცეს ყურადღება, რათა თავის ქალის დანამატი ღრუების ანთებაში არ გადაიზარდოს და ქირურგიული ჩარევა - ოპერაცია არ გახდეს საჭირო.
გთავაზობთ 5 სიმპტომს, რომელიც შესაძლოა სინუსიტზე მიუთითებდეს:
სინუსიტი ხშირად ვითარდება სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციების შემდეგ და ძირითადად, ანთება ჩნდება შუბლის (ფრონტალურ) და ზედა ყბის წყვილ (ჰაიმორის) ღრუებში. ეს ღრუები ამოფენილია ლორწოვანი გარსით და უკავშირდება ცხვირის ღრუს ვიწრო სადინარების საშუალებით. სინუსიტის დროს ამ ადგილებმა შეიძლება დაიწყოს ტკივილი.
სინუსიტის დროს შესაძლებელია ცხვირიდან გქონდეთ ხშირი გამონადენი. ლორწოვანი მასა შეიძლება იყოს მომწვანო, მოყვითალო და სქელი.
გამონადენის გამო, შესაძლებელია სინუსიტის დროს გაგიჭირდეთ სუნთქვა.
რადგანაც სინუსებიდან გამოდენილი ლორწო ყელში ჩაედინება, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ყელის გაღიზიანება ან ხველა.
შესაძლებელია სინუსიტის გამო მოიმატოს თქვენმა ტემპერატურამ.
თუ ეს ნიშნები ათ დღეზე მეტხანს გაწუხებთ, ნუღარ გადადებთ და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
პრობლემას ქმნის ქრონიკული და მორეციდივე სინუსიტები, რომლებიც ბაქტერიული ან სოკოვანი ბუნებისაა.
სინუსების ბაქტერიული ანთების შემთხვევაში, ან მაშინ, როდესაც სინუსებიდან გამომავალი ხვრელების ხშირი შევიწროება ხდება (მაგ.: ალერგიული რინიტის ხშირი ეპიზოდები), დიდი ალბათობით, შეიძლება ქრონიკული ბაქტერიული სინუსიტი ჩამოყალიბდეს.
მწვავე ბაქტერიული სინუსიტის დიაგნოზი შეიძლება დაისვას, თუ სახეზეა ჰიპერთერმია, სახის ძვლების ტკივილი, ჩირქოვანი გამონადები ცხვირიდან. დიაგნოზის დასაზუსტებლად სასურველია გაკეთდეს სინუსების რენტგენოგრამა ან კომპიუტერული ტომოგრაფია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გირჩევთ, თავი შეიკავოთ სინუსიტის ხალხური მეთოდებით მკურნალობისგან.
ეს და სხვა მომსახურეობები შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს კლინიკაში. მობრძანდით!