სმენის დაკარგვის გამომწვევი მიზეზები ბავშვებში

Medical House იან 25,2017

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში 32 მილიონ ბავშვს აღენიშნება სმენის დაკარგვა. შემთხვევათა 31% გამოწვეულია ინფექციებით: წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, მენინგიტი, ყურის ინფექციები. სხვა შემთხვევაში სმენის დაკარგვას იწვევს ოტოტოქსიური მედიკამენტების მიღება, ნაადრევი მშობიარობა, ახალშობილის დაბალი წონა. გამომწვევი მიზეზების თავიდან არიდებით შემთხვევათა 60%-ში შესაძლებელია სმენის დაკარგვის პრევენცია.